მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს

Published on

აჭარაში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველ ნომერი, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაიბარეს. საქმე ეხება ლევან ვარშალომიძის მიერ ორი დღის წინ დაწყებულ კამპანიას, სადაც ის მოქალაქეებთან ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს აფორმებს და გამარჯვების შემთხვევაში მათ ბინის აშენებას ჰპირდება. არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს ამომრჩევლის მოსყიდვის მცდელობად აფასებენ. როგორც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურაბ აზნაურაშვილი აცხადებს, ლევან ვარშალომიძეს ორშაბათს ელოდებიან.მისივე განმარტებით, დოკუმენტაციის შესწავლის შემდეგ დადგინდება, არსებობს თუ არა დარღვევა."დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენის თხოვნით, ლევან ვარშალომიძის სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაბარებას ვგეგმავთ მომდევნო კვირას, ორშაბათს, რისთვისაც უკვე გაიგზავნა შესაბამისი უწყება. საკითხი საჭიროებს დამატებითი ინფორმაციის მოძიებას, დოკუმენტაციის შესწავლას, რის შემდეგაც გვექნება საშუალება მივიღოთ გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა დარღვევა და რა სახის დარღვევასთან გვაქვს საქმე", – აღნიშნა ზურაბ აზნაურიშვილმა. ლევან ვარშალომიძე უკრაინიდან აჭარაში რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...