მთავარისიახლეებიპოლიტიკადაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

Published on

დაიწყო საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში .  სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი პირველი სახელმწიფო მეთაურია, რომელიც ანკარაში ჩავიდა, პრემიერ მინისტრი  საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, პირველად მიიღებს მონაწილეობას ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომაზე. შეხვედრაზე მთავარი თემები იქნება პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის.სადაც სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს პირველი სხდომა უნდა გაიმართოს. ასევე მოლაპარაკების მთავარი თემა იქნება თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა და სტაბილურობა რეგიონში.სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება შეთანხმებებს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შესახებ .
 
 მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ანკარის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს დელეგაციას თურქეთის ტრანსპორტის მინისტრი, აჰმეთ არსლანი დახვდა. აჰმეთ არსლანის განცხადებით, თურქეთის ხელისუფლება უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს და მას რეგიონში სტაბილურობის კუთხით განიხილავს.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის სახელმწიფოს და თურქ ხალხს მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა და კიდევ ერთხელ გამოხატა სამძიმარი თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს გარდაცვლილთა გამო.
ამ დროისათვის მიმდინარეობს საქართველოს პრემიერმინისტრის შეხვედრა თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ისმაილ ქაჰრამანთან, ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში,იგი ასევე გამართვას  შეხვედრას თურქეთის პრემიერ-მინისტრთან,ბინალი ილდირიმთან. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი, ბინალი ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებსაც გააკეთებენ.
 
 

სიახლეები

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...