მთავარისიახლეებიეკონომიკააქცია ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის დაუსრულებელ შენობასთან

აქცია ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვისა და სახანძრო სამაშველო სამსახურის დაუსრულებელ შენობასთან

Published on

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა დღეს ქალაქ   ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის და სახანძრო სამაშველო სამსახურის დაუსრულებელ შენობასთან აქცია გამართეს. 
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის  წევრმა ანი  წითლიძემ მედიისთვის გაკეთებულ განცხადებაში განმარტა, რომ  შენობის   პროექტის განხორციელება  წინა ხელისუფლების დროს,  2012 წელს დაიწყო,  მშენებლობის ორივე ეტაპის თანხის ნაწილი (ძირითადი სამუშაოები) გათვალისწინებულიიყო ადგილობრივ ბიუჯეტში, მაგრამ ხელისუფლებაში ,,ქართული  ოცნების'' მოსვლის შემდეგ,  2013 წელს , ჯერ კიდევ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირობებში მშენებლობა შეჩერდა .
2014 წელს ახალი მოწვევის საკრებულომ შენობა შს სამინისტროს გადასცა. უცნობია, სად წავიდა თანხები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან  ამ შენობის მშენებლობისთვის ადგილობრივმა თვითმმართველობამ სამინისტროს მშენებარე ნაგებობასთან  ერთად გადასცა  (სავარაუდოდ, პროექტისთვის განკუთნილი თანხა  პრემიებზე, ხელფასებზე და დანამატებზე  დაიხარჯა ). 
უცნობია, რატომ შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები და რა ბედი ეწევა შენობას. ფაქტია,  რომ მშენებლობა შეჩერებულია და ლამის სანაგვედ იქცა.
ნაციონალური მოძრაობის ბრალდებს   მერიაში აბსურდულს უწოდებენ,   მერიის პრესამსახურის უფროსი მაია ღუბელაძის თქმით,  მათი ბრალდებები  სიმართლეს არ შეესაბამება  და აქციის მონაწილეთა მიერ  ზუგდიდის მერიის მიმართ დასმული შეკითხვები შინაგან საქმეტა სამინისტროზე უნდა გადამისამართდეს.

სიახლეები

ტუსკი- რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა

პოლონეთის პრემიერმინისტრის, დონალდ ტუსკის თქმით, რუსული დრონების მიერ პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა მასშტაბური პროვოკაციაა. "ეს...

პოლონეთი აცხადებს,რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ დაარღვია

პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა აცხადებს, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცე რუსული დრონების უპრეცედენტო რაოდენობამ...

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...