მთავარისიახლეებისაზოგადოებასაქართველოს განათლების მინისტრი ეხმაურება თურქეთის კონსულის განცხადებას ბათუმში გიულენის მიერ ...

საქართველოს განათლების მინისტრი ეხმაურება თურქეთის კონსულის განცხადებას ბათუმში გიულენის მიერ დაფუძნებული ლიცეუმის შესახებ

Published on

თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა გააკეთა განცხადება, რომ ბათუმში შაჰინის სახელობის მეგობრობის ლიცეუმში, რომელიც ფეთჰულაჰ გიულენის სახელთან არის დაკავშირებული და მიეკუთვნება მისი  ორგანიზაციას საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელს, ბავშვებს ტერორისტებად ზრდიან. იგი მოუწოდებს აჭარის მოსახლეობას , დაუყოვნებლივ გაიყვანონ ბავშვები სკოლიდან , რომ  სავალალო შედეგის წინაშე არ აღმოჩნდნენ. 
საქართველოს განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მოელის, რომ ეს საკითხი უსათუოდ  გაჟღერდება   თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტისას, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი. 
 
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანია, რომ ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია და ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება“, – აცხადებს  მინისტრი პასუხად კითხვაზე, ხომ არ შეუწყდება აკრედიტაცია აღნიშნულ ლიცეუმს.  მინისტრის თქმით, არსებობს კანონი, რომელშიც კონკრეტულადაა გაწერილი აკრედიტაციის შეწყვეტის საფუძველი:.„ თუ მართლააღმოჩნდა მტკიცებულება ტერორიზმში, ან სხვა სახის უკანონობაში ბავშვების ჩართვის შესახებ,  ეს აუცილებლად გახდება როგორც ადმინისტრაციული, ასევე შესაძლოა სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი,თუმცა ამ წუთას ასეთი მტკიცებულებები ჩვენ არ გვაქვს“ – ამბობს იგი. ჯეჯელავას თქმით, აშშ-ში მცხოვრები ფეთჰულა გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფინანსდება, მათ შორის საქართველოშიც სკოლების მთელი ქსელი არსებობს.„ეს სკოლები უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებულია ჩვენი კანონმდებლობით. ქართულ ენაზე მიდის სწავლება ჩვენი პროგრამების მიხედვით. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან ან სხვა სახის უკანონობასთან ჰქონდეს კავშირი ამ სკოლებს, აქამდე არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთის ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა“,
 
 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...