მთავარისიახლეებირეგიონებიფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

ფოთი რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს

Published on

ფოთი ,,რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალს“ მასპინძლობს.ფესტივალი 2015 წელს დაფუძნდა. ის კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდ ,,დღეს“ ორგანიზებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით.
თბილისის ,,რკინის თეატრმა“ სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი კოპროდუქცია ,,ჩიტები“ წარმოადგინა, რომლის რეჟისორი დავით ანდღულაძეა. სპექტაკლის დაწყებამდე ,თეატრის წინ, ღია სივრცეში თბილისის ,,დრამ შულისა“ და მსახიობების მონაწილეობით შოუ-პროგრამა გაიმართა. თეატრის ფოიეში კი გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ცნობილი ქართველი მსახიობების კოსტიუმები სპექტაკლებიდან, მაკეტები, აფიშები და ფოტო მასალა
,,საკმაოდ საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ მაყრებელს. შარშანდელმა ფესტივალმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა, რამაც მოგვცა სტიმული, რომ ამ ფესტივალისთვის უფრო სერიოზულად მოვმზადებულიყავით. მოემზადა ყველა თეატრი, შექმნეს ისეთი პროდუქტები, რომლებსაც ამ ფესტივალზე წარმოადგენენ. გვყავს უცხოელი სტუმრები. ფესტივალის ფარგლებში ირანულ-ქართული მაგიდა გაიმართება, სადაც მონაწილეობას 6 სხვადასხვა ფესტივალის მენეჯერი მიიღებს, რომლებიც თავიანთი მუშაობის სპეციფიკას გაგვაცნობენ“, – განუცხადა ,,ინტერპრესნიუსს“ ფესტივალის დირექტორმა.
წლევანდელ ფესტივალში 17 ქართული სახელმწიფო რეგიონული თეატრი და რამდენიმე უცხოური თეატრი მონაწილეობს. გახსნას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, ხელოვანები და ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. სპექტაკლი ფოთის თეატრის სცენაზე ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ფესტივალი ათდღიანია და 27 ივლისს საზეიოდ დაიხურება.
ფესტივალში მონაწილეობას ღებულობს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის თეატრის დასიც,რომელიც დიდი ქართველი  კლასიკოსის დავით კლდიაშვილის "მსხვერპლს" წარადგენს.
 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...