მთავარისიახლეებიმსოფლიოფეთჰულაჰ გიულენი: „არ მაღელვებს ექსტრადირების საკითხი, არც სიკვდილის მეშინია. მაგრამ, საკუთარი ღირსების...

ფეთჰულაჰ გიულენი: „არ მაღელვებს ექსტრადირების საკითხი, არც სიკვდილის მეშინია. მაგრამ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებ. დიქტატორებს არ ებოდიშებიან”

Published on

თურქეთის პრეზიდენტმა უკვე რამდენჯერმე გააკეთა ღიად განცხადება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა აქტიურად უნდა გახსნან დისკუსია ქვეყანაში სიკვდილის დასჯის აღდგენასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, აღნიშნულ საკითხზე ქვეყნის პარლამენტი მომავალი კვირიდან იმსჯელებს.
 
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აქტიურად ითხოვს შეერთებული შტატებისგან ფეთჰულლაჰ გიულენის ექსტრადირებას, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში ადანაშაულებს.
 
პრეზიდენტ ერდოღანს კიდევ ერთხელ უპასუხა გიულენიმ, რომელმაც განაცხადა, რომ მას არც სიკვდილის ეშინია და არც ექსტრადირების, თუმცა მისივე თქმით, მომხდარს თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციაზე ზეწოლის გამართლების მიზნით გამოიყენებს. 
 
„არ მაღელვებს ექსტრადირების საკითხი, არც სიკვდილის მეშინია. მაგრამ, საკუთარი ღირსების წინააღმდეგ წასვლას არ ვაპირებ. ერდოღანმა ადრეც მოითხოვა ჩემგან ბოდიშის მოხდა, მაგრამ მორწმუნეები დიქტატორებს არ ებოდიშებიან. რა თქმა უნდა, თუ იქნება ჩემი ექსტრადირება სავალდებულო და საფრთხე დაემუქრება ამერიკისა და თურქეთის ურთიერთობებს, მე ბრძანებას დავემორჩილები. არავისთან არ ვაპირებ მისვლას და ხვეწნას. ვისაც ნანახი აქვს თურქეთში წინა სახელმწიფო გადატრიალებები, სცენარი ნაცნობი იქნება. ხელისუფლება ცდილობდა სამხედროების გაკონტროლებას, მაგრამ ვერ შეძლო. ახლა ამას მთავრობა ოპოზიციაზე ზეწოლის გამართლების მიზნით გამოიყენებს,“- განაცხადა ფეთჰულლაჰ გიულენმა

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...