მთავარისიახლეებისაზოგადოებაბენეფიციარის განმარტებით ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ნაჩუქარი ტექნიკა უვარგისი აღმოჩნდა

ბენეფიციარის განმარტებით ლტოლვილთა დანიის საბჭოს მიერ ნაჩუქარი ტექნიკა უვარგისი აღმოჩნდა

Published on

ლტოლვილთა დანიის საბჭოს ზუგდიდის ოფისში   დღეს  ერთ-ერთმა    ბენეფიციარმა  აქცია გამართა, ციალა ქობალია, როგორც თვითონ ამბობს,   ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ  პროექტში სახელწოდებით „დამოკიდებულებიდან თვით კმარობამდე ინოვაციური და ეეფქტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები  საქართველოსთვის“  ფარგლებში ღებულობდა მონაწილეობას , სადაც  მან  სიღარიბის  დაძლევის გრანტი  2016  წლის  8  ივნისს მიიღო, როგორც   ის  ჩვენთან საუბარში  განმარტავს ,  მის მიმართ  გაცემული ნივთი გაუმართავი და გამოუსადეგარი  აღმოჩნდა, რის გამოც  ის   აპირებს   ლტოლვილთ დანიის  საბჭოს  სასამართლოში უჩივლოს .როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ტექნიკის მიღების დროს  ,ციალა ქობალიას პრეტენზია არ გამოუთქვამს . ლტოლვილთა დანიის საბჭოს  ხელმძღვანელის მზევინარ ჯოჯუას განცხადებით, ორგანიზაციას გააჩნია ყველა საჭირო დოკუმენტაცია იმის დასტურად, რომ მაცივრის ღირებულება ნამდვილად  1 440 ლარია. ლტოლვილთა დანიის საბჭომ  ტენდერი 2016  წლის  7 აპრილიდან 19  აპრილის  ჩათვლით გამოაცხადა ,  ეს  იყო  ღია ტენდერი , პროდუქტებისა  და დანადგარების  შესყიდვების  მოთხოვნით. ორგანიზაციის განმარტებით,  ტენდერზე დაინტერესება  რამდენიმე კომპანიამ გამოთქვა, აქედან მხოლოდ  ორი  შეირჩა , ორიდან კი ერთ ერთ  მომწოდებელთან მოხდა  შეთანხმება  რის  საფუძველზეც   ლტოლვილთა დანიის საბჭომ დახლ- მაცივარი შეისყიდა.ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ მაცივარი ოფისში შეინახება და სხვა ბენეფიციარს გადასცემენ.

სიახლეები

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა

EU-ის ქვეყნებიდან გამოძევებული მოქალაქეების რაოდენობით საქართველო მეორე ადგილზეა - 2025 წელს ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში...

მადამ პრეზიდენტ – ირაკლი ზარქუა სალომე ზურაბიშვილზე

"მადამ პრეზიდენტ, რა ჰქვია იმას, სალომე ზურაბიშვილის შედგენილ რეზოლუციაზე სერიოზულად როგორ გელაპარაკოთ? იმის შედგენილია...

ტროტუარზე დგომის გამო, ელენე გელაშვილს 2-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

ტროტუარზე დგომის გამო უწყვეტი პროტესტის მონაწილეს, ელენე გელაშვილს 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად...

შსს-ს განცხადებით, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, "ქურდულ...