მთავარისიახლეებისაზოგადოებაარაოფიციალური ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა ვინაობა დადგენილია

არაოფიციალური ინფორმაციით, აღსრულების ბიუროს ეზოში მომხდარი ინციდენტის მონაწილეთა ვინაობა დადგენილია

Published on

ინტერპრესნიუსი ავრცელებს არაოფიციალურ ინფორმაციას, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე სამივე პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები არიან. 
ერთ-ერთი დაჭრილი და მისი თანმხლები პირი, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ)-ის ყოფილი თანამშრომლები არიან, ხოლო ერთ-ერთი პირი, რომელმაც პირველი გასროლა განახორციელა, 2004 წელს შს მინისტრის მოადგილე იყო. 
ვრცელდება სხვა ვერსიაც –  ის, ვინც  პირველმა გაისროლა, გარემოს დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთაძეა, ხოლო ის, ვისაც ანთაძემ ესროლა  – კრედიტორი , სამხედრო პოლიციის უფროსის მოადგილე არჩილ მამაგეიშვილი.
დაჭრილი არჩილ მამაგეიშვილი ამ წუთებში მას ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება. ექიმების ცნობით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, თუმცა ამ დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

რაც შეეხება მეორე პირს, ის სხვა საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა ნაკლებად მძიმეა. 

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...