მთავარისიახლეებიმსოფლიოერდოღანი აშშ - სგან გიულენის ექსტრადიციას მოითხოვს, აშშ ერდოღანისგან - მისი...

ერდოღანი აშშ – სგან გიულენის ექსტრადიციას მოითხოვს, აშშ ერდოღანისგან – მისი დანაშაულის მტკიცებულებებს

Published on

 „ბი-ბი-სი“ -ს ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტისა და საზოგადო მოღვაწის ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა.            
„მივმართავ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას. აქამდეც არაერთხელ მითქვამს მათთვის, ან დეპორტაცია გაეკეთებინათ გიულენისთვის ან თურქეთისთვის გადმოეცათ, მაშინ არ მომისმინეს. ახლა, ამ სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, მე კვლავ ვთხოვ აშშ-ს გადმოსცეს გიულენი თურქეთს. თუ ჩვენ ნამდვილად ვართ სტრატეგიული პარტნიორები, ვაშინგტონი გაითვალისწინებს ჩემს მოთხოვნას“, – ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.        ბარაკ ობამას ერდოღანის  მოთხოვნაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  ჯონ კერიმ კი გუშინ განაცხადა, რომ  ანკარამ   ამერიკაში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენის თურქეთში ექსტრადირებასთან დაკავშირებით საკითხის განსახილველად უნდა წარმოადგინოს მის მიერ კანონდარღვევის მტკიცებულებები. თავად ფეთჰულა გიულენმა სახელმწიფო გადატრიალებაში თანამონაწილეობა უკვე უარყო და თურქეთში მიმდინარე მოვლენები დაგმო. „მსგავს განზრახვასთან რაიმე კავშირში დადანაშაულება, ჩემთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია“, – ნათქვამია მის  მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...

გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი დახურეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, სუს-ის ყოფილი უფროსი, განსასჯელის სკამზე ზის. თბილისის...

ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა, მჭიდები და საბრძოლო ვაზნები – დაკავებულია 12 პირი-შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლის ფარგლებში, ბოლო პერიოდში დედაქალაქსა და...

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს

ძალადობის ბრალდებით, მარნეულის მერის დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს - გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...