მთავარისიახლეებიკულტურავითარება ოპერის თეატრში იძაბება. დასი გაფიცულია. თეატრის ხელმძღვანელი გადადგომაზე უარს აცხადებს

ვითარება ოპერის თეატრში იძაბება. დასი გაფიცულია. თეატრის ხელმძღვანელი გადადგომაზე უარს აცხადებს

Published on

სიტუაცია  ოპერის თეატრის  დასის გაფიცულ ნაწილსა და  ხელმძღვანელობას  შორის სულ უფრო იძაბება. დასი დაჟინებით მოითხოვს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის განთავისუფლებას არაპროფესიონალიზმისა და დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობის გამო.
დღეს ოპერის თეატრის შენობაში  სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო ეკიპაჟის გამოძახებაც კი  გახდა საჭირო.  ასეთი რეაქცია მოჰყვა კინწურაშვილის საპასუხო მიმართვას გვერდზე  გადადონ ემოციები, შეწყვიტონ გაფიცვა,  არ ჩაშალონ ხვალ დაგეგმილი სეზონის დახურვა  და ამის შემდეგ შეუერთდნენ მოპალარაკებებს ადმინისტრაციის მიმართ წაყენებული  პრეტენზიების თაობაზე.  გაფიცულები განსაკუთრებით აღაშფოთა კინწურაშვილის განცხადებამ, რომ  პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებისა და წარმოდგენის ჩაშლის  შემთხვევაში მათ დამატებითი საურავები დაეკისრებათ. 
 
”მე, როგორც საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს მიმაჩნია, რომ 17 ივლისისთვის დაგეგმილი სეზონის დახურვა სპექტაკლით ”აბესალომ და ეთერი” არ უნდა გადაიდოს. სამწუხაროა, რომ გენერალური რეპეტიციის დაწყებამდე თეატრის გუნდის რამდენიმე მსახიობის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მინდა მათ მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მიმაჩნია, რომ სტრესის მიუხედავად გუნდიც და მთელი დასიც ღირსეულად შეძლებს სეზონის დახურვას.ოპერის თეატრს და პირადად მე გვაქვს მაღალი პასუხისმგებლობა მაყურებლისა და სახელმწიფოს წინაშე. ამასთან, თეატრში ამჟამად იმყოფება მედიატორი – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც არსებულ ვითარებას ადგილზე ეცნობა. ამ ფონზე სეზონის დახურვა   კი არ უნდა გადაიდოს, არამედ  აღვასრულოთ ჩვენი ვალდებულება კანონისა და ქვეყნის წინაშე, ღირსეულად დავხუროთ თეატრალური სეზონი და შევუერთდეთ მედიაციის პროცესს”, – ნათქვამია დავით კინწურაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 
შეგახსენებთ, გუშინ ოპერისა და ბალეტის თეატრის დასის ნაწილმა – გუნდის წევრებმა, რამდენიმე სოლისტმა, დირიჟორმა და ორკესტრანტებმა მას შემდეგ, რფაც მათი პრეტენზიები ოპერის ადმინისტრაციამ უპასუხოდ დატოვა,  კულტურის სამინისტროსთან გამართეს   საპროტესტო აქცია, და კულტურის მინისტრისგან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვეს. მათ  განაცხადეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, სპექტაკლებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
 სამინისტრომ  მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომისაკენ მოუწოდა, რამაც არ დააკმაყოფილა გაფიცულები, ვინაიდან თვლიან, რომ   დიალოგს თეატრის ადმინისტრაციასთან აზრი არა აქვს,  ამიტომ მთავრობის კანცელარიასთან, პრემიერთან შესახვედრად გადაინაცვლეს. თუმცა, მათ იქ არავინ გამოხმაურებიათ. 
 
 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...