მთავარისიახლეებიმსოფლიოთურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა

თურქეთის ხელისუფლების განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა

Published on

 თურქეთის ხელისუფლების შეფასებით,  სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით დასრულდა. პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა დევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა განცხადება    ქვეყანაში წუხელ განვითარებული მოვლენების შესახებ. 
მთავრობის მეთაურის ცნობით, სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  დაშავებულია და საავადმყოფოებშია გადაყვანილი 1440 ადამიანია. ანკარასა და სტამბოლში დაზიანებულია სახელმწიფო სტრუქტურების ნაგებობები, ქუჩებში ცანს დაბობვებისა და პოლიციასა და მეამბოხეთა შორის ბრძოლების კვალი.  სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს., არის მსხვერპლი ორივე მხარეს. 
 ქვეყნის მთავრობის მეთაურმა  თურქეთში სამხედრო გადატრიალებაში კიდევ ერთხელ “ დაადანაშაულა„პარალელური სტრუქტურები „  კერძოდ, “ რეჯეფ ტაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური ოპონენტი ფეთჰულა გიულენი .
ბინალი ილდირიმის განმარტებით, სამხედრო პუტჩში ბრალდებული ადამიანები კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან. 

 
მიმდინარეობს ეჭვმიტანილთა დაკავებისა და ძიების პროცესი. სამართალდამცავთა განმარტებით,  სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე 8 სამხედრო პირმა, რომელიც  სამხედრო თვითმფრინავით გააღწია  საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში და  ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაფრინდა, საბერძნეთში საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. მათ  პოლიტიკური თავშესაფარის თხოვნით მიმართეს საბერძნეთის მთავრობას.  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა. ტურქეთის სამრთალდამცავთა ცნობით დაკავებულია 750 მდე ადამიანი, რომელსაც გადატრიალებასთან კავშირი ედებათ ბრალად. ყველა დაკავებული სამხედრო პირია, ყველას ჩამოერთვა სამხედრო წოდებები.
 

 

 

სიახლეები

ლაგოდეხში პოლიციელების ცემის ფაქტზე დაკავებულ პირებს 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ

ლაგოდეხში პოლიციის თანამშრომლების გინებისა და ცემის ფაქტზე დაკავებულ სამ პირს ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ...

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს

ComCom-ის ახალ თავმჯდომარედ „ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, გოგა გულორდავა აირჩიეს  კომუნიკაციების კომისიამდე, გულორდავა 2 წლის განმავლობაში...

7 სხვადასხვა საქმეზე, კორუფციულ დანაშაულთან დაკავშირებით, 21 პირი დააკავეს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღეს საქართველოს რეგიონებში შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის...

აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ქართული ოპოზიციის ნაწილს შეხვდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის კონგრესის თანამშრომლების დელეგაციის წარმომადგენლები ოპოზიციის ნაწილს შეხვდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ კოალიცია...