მთავარისიახლეებიმსოფლიოსამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

Published on

ეს არის სამხედრო გადატრიალების მცდელობა – ასე შეაფასა თურქეთში საღამოს 22  საათიდან შექმნილი ვითარება პრემიერმა ბინალი ილდირიმმა.  – ის ამბობს , ქვეყნის ხელმძღვანელობისათვის ცნობილია,  რომელი  სამხედრო ნაწილი დგას ამის უკან, მაგრამ დაკონკრეტებისაგან თავს იკავებს. 
 სამხედრო პირთა  ჯგუფმა, ისარგებლა რა მინიჭებული სამსახურებრივი უფლებებით და იარაღით,  შეეცადა განეხორციელებინა დაედგა მართლსაწინააღმდეგო ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ. იმას, რაც ხდება,   არ შეიძლება ცალსახად ეწოდოს სამხედრო გადატრიალება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენმა მოქალაეებმა უნდა შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყანაში და წესრიგის შენარჩუნებისათვის, თურქეთი არ დაუშვებს, რომ დემოკრატია საფრთხის ქვეშ დადგეს. დამნაშავეებს საკადრისი მიეზღვებათ. – განაცხადა ილდირიმმა.
ილდირიმის ეს განცხადება სააგენტო როიტერმა დაახლოებით 23 საათისთვის გამოაქვეყნა, განცხადებას წინ უძღოდა ელვის სისწრაფით წარმოქმნილ და განვითარებულ მოვლენათა კასკადი სტამბოლსა და ანკარაში, რომელიც ილდირიმის განცხადების შემდეგაც გაგრძელდა. 
ბოლო  ცნობებით,  სამხედროებმა გამოაცხადეს, რომ ქვეყანას ისინი აკონტროლებენ. მათივე თქმით, არსებული საერთაშორისო ურთიერთობები გაგრძელდება და ადამიანის უფლებები იქნება დაცული.

 

 
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...