მთავარისიახლეებირეგიონებირომ არა ,,თავისუფალი დემოკრატები" , ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას აჭარის მეთაურის...

რომ არა ,,თავისუფალი დემოკრატები” , ხელისუფლება მისთვის სასურველი კანდიდატის გაყვანას აჭარის მეთაურის პოსტზე ვერ შეძლებდა

Published on

 ზურაბ პატარიძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეა. იგი   აჭარის უმაღლესმა საბჭომ რიგგარეშე სხდომაზე  აირჩია. 12 ხმით, არც ერთი წინააღმდეგ, 
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია 9 დეპუტატს – ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და დამოუკიდებელ დეპუტატს, მედეა ვასაძეს. ისინი აღნიშნავენ, რომ კონსტიტუცია დაირღვა.  რომ არა ,,თავისუფალი დემოკრატების'' წარმომადგენლების გადაწყვეტილება ხმა მიეცათ პატარაძის სასარგებლოდ , მისი კანდიდატურა ჩავარდებოდა, რადგან  კენჭისყრაზე მინიმუმ 11 დეპუტატის მხარდაჭერა  იყო საჭირო, ამდენი ხმა კი ,,ქართულ ოცნებას'' არ ჰქონდა. 
 
კენჭისყრამდე  აჭარის უმაღლეს საბჭოში აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ დეპუტატების შეკითხვებს უპასუხა. 
დარბაზში კანდიდატის სიტყვით გამოსვლისას მცირე ინციდენტიც მოხდა. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს შეურაცხმყოფელი შეძახილებით მიმართა.საბჭოს ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მას დარბაზი დაატოვებინეს. 

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...