მთავარისიახლეებიმსოფლიო84 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული - ბოლო მონაცემები ნიცაში მომხდარი ტერორისტული...

84 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული – ბოლო მონაცემები ნიცაში მომხდარი ტერორისტული აქტის შესახებ

Published on

84 დაღუპული და 100-ზე მეტი დაშავებული, რომელთაგან ბევრის მდგომარეობა კრიტიკულია. ასეთია ბოლო მონაცემებით წუხელ, გვიან ღამით  ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის შემზარავი შედეგი .  
გრძელდება ინციდენტის დროს თავის საშველად ზღვაში გადამხტარი ადამიანების ძიება – ამ დროისათვის ასზე მეტი ადამიანია ამოყვანილი ნაპირზე.
პანიკა დაწყო მას  შემდეგ, რაც  უცნობმა პირმა ცეცხლი გახსნა და სატვირთო ავტომობილით შეიჭრა ხალხში, რომელიც ინგლისის სანაპიროზე იყო შეკრებილი საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის – ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ფეიერვერკის საყურებლად.  სატვირთო ავტომობილი  დიდი სისწრაფით აკეთებდა ხვეულებს ორი კილომეტრის რადიუსში და დაუნდობლად სრესდა ხალხს. ბოროტმოქმედი პოლიციელის მიერ ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მისი ავტომობილიდან კი ამოღებულია იარაღი და ხელყუმბარები.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საფრანგეთის მოქალაქეებთან ერთად არიან, ბრიტანეთის, დანიისა და ავსტრალიის მოქალაქეებიც.
ნიცაში ტერორისტული საფრთხის დონე მაქსიმალურამდეა გაზრდილი, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბერნარ კაზნევმა განაცხადა. 
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქალაქეების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, თუმცა საფრანგეთში ტერაქტების საფრთხე კვლავ ძალიან მაღალია. ,,ტერორისტებთან ომის პირობებში ვართ, მათ სურთ, ჩვენზე დარტყმა ნებისმიერ ფასად მიიტანონ“ – განაცხადა ბერნარ კაზნევმა.
მოსახლეობას, უსაფრთხოების მიზნით, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.
თავდასხმა ნიცაში პარიზის ტერაქტებიდან 8 თვის შემდეგ მოხდა, მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა. 
 
 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...