მთავარისიახლეებიპოლიტიკარესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. ქართული ოცნებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა

რესპუბლიკელი მინისტრები თანამდებობებს ტოვებენ. ქართული ოცნებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა

Published on

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ. ეს  დღეს  რესპუბლიკური პარტიის მიერ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გახდა ცნობილი. პარტიის საარჩევნო სიის  პირველმა ნომერმა, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ისინი უახლოეს დღეებში მიმართავენ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის საკითხზე  
ბრიფუნგზე ცნობილი გახდა, აგრეთვე, რომ პარტიას ტოვებს კიდევ ერთ ”რესპუბლიკელი” მინისტრი გიგლა აგულაშვილი თუმცა იგი  არ აპირებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პოსტის დატოვებას.უსუფაშვილის განცხადებით,   გიგლა აგულაშვილმა გააკეთა სხვა არჩევანი,  გაემიჯნა რესპუბლიკურ პარტიას და რჩება მთავრობაში. მარტკლაც უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება მოარული ხები, რომ გიგლა აგუაშვილი პარტია ქართულ ოცნებასი გადადის, იგი არც გუშინ დასწრებია რესპუბლიკური პარტიის საპარლამენტო და სამთავრობო გუნდის დახურულ შეხვედრას და არც  დღეს მისულა პარტიიის საგანგებო ბრიფინგზე 
უსუფაშვილის განმარტავს, რატომ შეცვალეს რესპუბლიკელებმა ადრე არაერთგზის დაფიქსირებული  გადაწყვეტილება  მათი პარტიიდან მთავრობაში მყოფი წევრები  არჩევნების ბოლომდედარჩენილიყვნენ თანამდებობებზე.  ,,რესპუბლიკური პარტია ასეთ შემთხვევაში მზად იყო მათ გარეშე ჩართულიყოსაარჩევნო კამპანიაში, თუმცა  ქართულმა ოცნებამ სხვაგვარად გადაწყვიტა, მისთვის   წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიუღებელი აღმოჩნდა მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა. პოლიტიკა არ არის კერძო პოლიტიკური ვნებების ასპარეზი. პოლიტიკა არის ხალხის საკეთილდღეო სამსახური. ამიტომ ჩვენ ბოლომდე გავაგრძელებთ ჩვენი მოვალეობების შესრულებსა, მათ შორის მთავრობაშიც,“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.   
 
 

სიახლეები

ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს – ოპოზიცია “ლელოს” და გახარიას გუნდს მიმართავს

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც გუშინ საკუთარი საბოლოო გადაწყვეტილება გააჟღერეს და განაცხადეს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას...

ვანო ნადირაძეს დღეს დაკრძალავენ

ომის ვეტერანს, უკრაინის სპეციალური ოპერაციული ძალების ქართული ჯგუფის ხელმძღვანელს და ვიცე-პოლკოვნიკს ვანო ნადირაძეს დღეს...

სასამართლომ ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა,და 2 წლით თანამდებობის დაკავება აუკრძალა

წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, რეჟიმმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა გვარამიას 8 თვით პატიმრობა...

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...