მთავარისიახლეებისამართალიდაკავებულია რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი კალაშოვი

დაკავებულია რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ლიდერი კალაშოვი

Published on

რუსული მედიის ცნობით,  11 ივლისს მოსკოვში უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა   ე.წ  კანონიერი ქურდი, ,,შაქრო მოლოდოი’’, იგივე კალაშოვი დააკავეს.
კალაშოვი მოსკოვის ერთ-ერთი რესტორნის  Elements– ის მფლობელისაგან ჟანა კიმისაგან   დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის საქმეზე აღძრული გამოძიების ფარგლებში აიყვანეს. ინციდენტი გასული წლის დეკემბერში მოხდა, ათი კაცისაგან შემდგარმა ჯგუფმა რესტორანში ცეცხლი გახსნა, შედეგად დაიჭრა 5 ადამიანი, რომელთაგან ორი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.   საქმეში არსებული მასალებით  ინციდენტისმიზეზი შესაძლოა ყოფილიყო გადაუხდელ ვალებთან დაკავშირებული  ფინანსური უთანხმოებები 
მაშინ ცხელ კვალზე აიყვანეს  კალაშოვთან დაახლოებული პირი, ვინმე ანდრეი კოჩუიკოვი ( მეტსახელად ,,იატალიანეცი“) და კვალი კალაშოვთანაც მივიდა.  რუსული მედია წერს, რომ კალაშოვი რუსული დანაშაულებრივი სამყაროს ერთ-ერთ ლიდერად ითვლება, მან ეს ადგილი დაიკავა მას შემდეგ, რაც სნაიპერული გასროლით მოკლეს ასლან უსოიანი, მეტსახელად ,,დედ ხასანი“
 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...