მთავარისიახლეებისამართალივაჩიანელები ეჭვობენ, რომ დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე...

ვაჩიანელები ეჭვობენ, რომ დედისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა

Published on

ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანის მცხოვრებლების ინფორმაციით, ქალისა და მისი სამი შვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, სავარაუდოდ, მათივე სოფლიდანაა. ამის შესახებ ადგილობრივმა, რომელმაც ვინაობის გასაჯაროება არ ისურვა, ჟურნალისტებს განუცხადა.„სოფელში გასვლაც კი გვეშინია. პოლიცია რამდენიმე ადგილას მუშაობს. სავარაუდოდ, მკვლელი ამ სოფლიდან არის და როგორც ვიცით, ჯერ კიდევ არ დაუჭერიათ. ეძებენ დამნაშავეს“, – აღნიშნა მან.ახალქალაქის რაიონის სოფელ ვაჩიანში 37 წლის ქალისა და მისი სამი შვილის ცხედრები იპოვეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვების ასაკი 5, 16 და 18 წელია. სახლში მხოლოდ ქალი და მისი შვილები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი კი რუსეთში სამუშაოდ იმყოფება. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. ცხედრები ნინოწმინდის რაიონული ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც გვამებს ექსპერტიზა ჩაუტარდათ.წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, ცხედრები მეზობლებმა გუშინ შემთხვევით აღმოაჩინეს. დედასა და უფროს გოგონებს, სავარაუდოდ, თავის არეში აქვთ ბლაგვი საგნით სასიკვდილო ჭრილობები მიყენებული. უმცროსი, 5 წლის ბიჭი კი გაგუდულია. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მომხდარის შესახებ სხვა ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
წყარო : ინტერპრესნიუსი

 

სიახლეები

უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

POG- ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შეკვეთის ბრალი ძმებ კაკულიებსა და ბუსა ჟვანიას წარედგინათ

საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმე გახსნეს. კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად...

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...