მთავარისიახლეებისამართალი”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორსა და გაყიდვების მენეჯერს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორსა და გაყიდვების მენეჯერს ბრალს, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

Published on

სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტ აჭარის” დირექტორს ირაკლი მინდელსა და გაყიდვების მენეჯერ სალომე ჩარკვიანს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ.
შესაბამისი მოლოდინი დაკავებულების ადვოკატებს აქვთ, რომლებიც მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან წინასწარი დაკავების იზოლატორში წუხელ, გვიანობამდე იმყოფებოდნენ.
ბრალდებულების ადვოკატის განცახადებით, ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ რას ედავება მათ გამოძიება:
”ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაოგნებულია, რატომ მოხდა ამ ფორმით მისი დაკავება, მითუმეტეს, რომ სალომე ჩარკვიანი თებერვალში მისული იყო სამართალდამცავ ორგანოებთან და მიცემული აქვს ჩვენება. კონკრეტულად ბრალი ამ ეტაპზე წარდგენილი არ აქვს. მან არ იცის კონკრეტულად რას ედავებიან და შესაბამისად არანაირი ჩვენება არ მიუცია. რას ედავებიან ჩვენთვის ცნობილი იქნება მას შემდეგ, რაც ბრალს წაუყენებენ”, – განაცხადა ადვოკატმა.
”ცენტრ-პოინტ აჭარის” საინვესტიციო პროექტის ხელმძღვანელი ირაკლი მინდელი და გაყიდვების მენეჯერი სალომე ჩარკვიანი გუშინ დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მათი აყვანა ბათუმის პროექტ ”თეთრ მაგნოლიას” უკავშირდება.

 

 

სიახლეები

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი საიდუმლო ინფორმაციას ძილბურანში იღებს – “ტაბულა”

ივანიშვილის ასტროარქეოლოგი ამბობს, რომ საიდუმლო ინფორმაციას დილის 4-7 საათის შუალედში, ძილბურანში იღებს. სტატიას "ტაბულა"...

რობერტ დიუვალი გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი რობერტ დიუვალი 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია AFP-მ დიუვალის ცოლზე დაყრდნობით გაავრცელა. მსახიობი...

ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ ოლიმპიური ვერცხლის მედლები მოიპოვეს

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე, ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების წევრებმა, ანასტასია მეტელკინამ და...

ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვემო ქართლში, სამეგრელოსა და იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური...