სოფელ ჯიხაშკარში გამგებელმა ავთო მარღიამ თანასოფლელი სცემა. დაზარალებული გია ბაგათელია ჟურნალისტებთან ყვება, რომ მასსა და გამგებლის ოჯახს შორის კონფლიქტი 5 წლის ყოფით პრობლემებზე დაიწყო და მას შემდეგ ურრთიერთობა არ ქონიათ. ბაგათელიას თქმით, შელაპარაკება მის ჭიშკართან გამგებლის მანქანის გაჩერებას მოყვა, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რა დროსაც გამგებელმა ბაგათელიას თქმით, ხელთნაკეთი ე. წ. დუბინკა ჩაარტყა და გონება დაკარგა.„მანქანა გაჩერდა ჩემს ჭიშკართან, საქარე მინა ჩაწეული ჰქონდა და ვიცანი, ვუთხარი გაცლოდა იქურობას, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა.რაღაც მითხრა, კარგად ვერ გავიგე მგონი, შემაგინა. შემდეგ წავიდა, მე ფეხით გავედევნე, რის მერე მანქანიდან გადმოვიდა და ხელჯოხით მცემა,“- აღნიშნა მან.ფაქტს თვითმხილველიც ყავს, დაზარალებულის მეუღლე ყვება, რომ მისი ქმარი სისხლში ცურავდა და არც ეგონა ცოცხალი თუ იყო.დაზარალებულს მისივე განმარტებით, პირველადი დახმარება სასწრაფო სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებმა აღმოუჩინეს, ის წუხელვე ქუთაისის ექსპერტიზის განყოფილებაში გადაიყვანეს და პოლიციის განყოფილებაშიც დაკითხეს.აღნიშნულთან დაკავშირებით „ოდიში“ სოფლის გამგებელს დაუკავშირდა, თუმცა ავთო მარღიამ ჟურნალისეტბთან კომენტარის გაკეთებეზე უარი განაცხადა.რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას, განაცხადეს, რომ ოფიციალურ კომენტარს მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ გააკეთებენ.შსს-ში კი „ოდიშს“ განუცხადეს, რომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით არის აღძრული, რაც ცემას გულისხმობს.
ჯიხაშკარის გამგებელი თანასოფლელს სასტიკად გაუსწორდა
სიახლეები
სიახლეები
ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია
ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია.
ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...
სიახლეები
საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს
საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...
სიახლეები
4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია
ძალიან კარგია სიცხადე!
4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს!
სუსტები არიან თუ მოღალატეები...
სიახლეები
კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...