მთავარისიახლეებიპოლიტიკანატო-საქართველოს კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ...

ნატო-საქართველოს კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი.

Published on

ნატო-საქართველოს კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ანუ MAP, იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ამის შესახებ საუბარია კომისიის მიერ გამოქვეყნებული 10-პუნქტიანი განცხადების მე-7 პუნქტში, სადაც ხაზგასმულია, რომ მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღწეული შეთანხმების შესრულებას და მათ შორის იმას, რომ MAP იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი.  "2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი; მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც – შემდგომ გადაწყვეტილებებს. ჩვენ მივესალმებით 2008 წლის შემდგომ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს. ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად. მოკავშირეები მოუწოდებენ საქართველოს, ალიანსთან დასაახლოებლად, განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი. ასევე გამოყენებულ უნდა იქნას საქართველოს ჩართულობა ნატო-ს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ინიციატივაში, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, ისევე, როგორც თავსებადობის პლატფორმაში," – ნათქვამია განცხადებაში.  

სიახლეები

ბრძოლა, რომელშიც შესული ვართ, ივანიშვილისთვის განწირულია – ბერძენიშვილი

პროფესორი ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ 4 ოქტომბერს ქუჩაში ძალიან ბევრი ადამიანი გავა. მისი თქმით,...

4 ოქტომბერს თუ ვინმეს ხელი დაუცდება, ყველა დაინახავს ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალას – კობახიძე

ირაკლი კობახიძე 4 ოქტომბრის მასშტაბური აქციის მონაწილეებს "ძალოვანი სტრუქტურების ახალი მენეჯმენტის ძალით" ემუქრება და...

დღეს უკრაინის სახელმწიფო არის ჩამოქცეული-კობახიძე

რეალურად, ეს ყველაფერი უცხოური სპეცსამსახურების მიერაა დაფინანსებული, როგორც ეს მოხდა იგივე მაიდნის შემთხვევაში....

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...