მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას"- გიგა ბოკერია...

“ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას”- გიგა ბოკერია კერისთან ვიზიტს აფასებს

Published on

საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონედ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანი. გიგა ბოკერიას თქმით შერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველი ხალხის არჩევანს, რომელსაც დემოკრატიის გაძლიერება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება და მედიათავისუფლება სურს:„ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებირობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის. ასევე ეს არის მხარდაჭერა ჩვენი დემოკრატიის და მკაფიო გზავნილი ივანიშვილის ხელისუფლებას, რომ ეს ორი საკითხი არის ურთიერთდაკავშირებული. ჩვენი ქვეყნის ამოცანაა, რომ ასეთი მეგობრების მხარდაჭერით ჩვენ გავაძლიეროთ და ვიხსნათ იმ საფრთხისგან ჩვენი დემოკრატია, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქმნის და გავაძლიეროთ ჩვენი საგარეო უსაფრთხოების თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ნატოსთან. რა თქმა უნდა შევხედრაზეც ითქვა იგივე , რაც საჯაროდ, რომ ეს არჩევნები და ის რაც ხდება მედიაში, კერძოდ კი ამ შემთხვევაში, რაც ხდება რუსთავი2-ში არის ტესტი დემოკრატიულობის. ეს არის ფუნდამენტი იმის, იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიული. ეს აშშ-ის ან მისი სახელმწიფო მდივნის თავსმოხვეული პოზიცია კი არ არის, ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, რომელსაც უჭერს მხარს ჩვენი მეგობარი შეერთებული შტატები“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
 

სიახლეები

ივანიშვილი აშშ-ს მიერ სანქცირებულთა სიაში რჩება

ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულთა სიაში რჩება - ამერიკის ფინანსთა სამინისტროს სახაზინო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განახლებული სია...

უკრაინული დელეგაცია დღეს აშშ-ში ჩავა

უკრაინული დელეგაცია დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავა. ინფორმაციას უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით,...

ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ივანიშვილის რეჟიმთან შეწყალების თხოვნას არ აპირებს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ირაკლი ნადირაძე საპატიმროდან მორიგ მიმართვას ავრცელებს. ნადირაძე...

ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო - მას მხარი 445-მა დეპუტატმა დაუჭირა. 5 პოლიტიკური...