მთავარისიახლეებისაზოგადოებაახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შეცვლას ითხოვენ.

ახალსოფლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შეცვლას ითხოვენ.

Published on

ახალსოფლის რეაბილიტირებული სკოლის შენობაში ჩასახლებული დევნილები საცხოვრებელი გარემოსა და პირობების შეცვლას ითხოვენ. აქ ჩასახლებული 42 ოჯახი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ აქ 2015 წლის ივლისში ჩაასახლა.შენობას რეაბილიტაცია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, დანიის ლტოლვილთა საბჭო გაუკეთა. დევნილები სამინისტროსგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვენ, მათი თქმით, კორპუსში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები და მოხუცები ცხოვრობენ, ნესტის გამო აუტანელი სუნი დგას და ამის გამო ბავშვებს ასთმური პრობლემები აწუხებთ.ასევე ითხოვენ წყლის მრიცხველის ინდივიდუალურად დამონტაჯებას და ეზოს კეთილმოწყობას.დევნილთა პრობლემების შესახებ აჭარისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა ინფორმირებულია, ამის შესახებ მან ჟურნნალისტებს განუცხადა, რომ ყველა იმ პრობლემაზე, რაც იქ მცხოვრებ დევნილებს აწუხებთ, პასუხისმგებლობას ყველა უწყება თანაბრად ინაწილებს.შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ შენობაში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადი 2014 წელს 141-მა ოჯახმა შეავსო. ბინები კი იმ დევნილებმა მიიღეს, რომლებსაც შესაბამისი ქულა მიენიჭათ კრიტერიუმების გათვალისწინებით. 

სიახლეები

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება

მოძრაობა პროტესტSHE 26 მაისს ოპოზიციის ალიანსის აქციას შეუერთდება - ამის შესახებ განცხადება მათ პარლამენტთან...

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...