მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და აშშს შორის პარტნიორობის გაღრმავების ...

თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და აშშს შორის პარტნიორობის გაღრმავების შესახებ

Published on

თბილისში ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაღრმავების  შესახებ . 
ამის შესახებ განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
პრემიერმა ჯონ კერის ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას გაუსვა ხაზი.მან მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივანს ვიზიტისა და მხარდაჭერისთვის .
 
„შეერთებული შტატების და სახელმწიფო მდივნის ვიზიტი საქართველოში, ეს არის ორი ქვეყნის აქტიური თანამშრომლობის და სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება. ამასთან ბატონი კერის ვიზიტი ვარშავის სამიტის წინ წარმოადგენს საქართველოს მხარდაჭერას ქვეყნის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე. სხდომაზე განვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი საკითხები. შევაჯამეთ ქარტიის ფარგლებში მიმდინარე წელს ჩატარებული სამუშაოების საქმიანობა, ეკონომიკის ვაჭრობის ენერგეტიკის, ასევე დემოკრატიის და მმართველობის მიმართულებით. დავსახეთ წლის ბოლომდე დაგეგმილი თავდაცვის და უსაფრთხოების ხალხთა შორის ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების საქმიანობის პირობები.
 
დღევანდელმა ვიზიტმა კონკრეტული შედეგები მოიტანა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით. კერძოდ, ხელი მოვაწერეთ მეტად მნიშვნელოვან დოკუმენტს საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის შესახებ გაღრმავების მემორანდუმს. მემორანდუმი ქმნის გაღრმავებული პარტნიორობის სრულიად ახალ ჩარჩოს და მიცავს თანამშრომლობის იმ სფეროებს, რომლებიც კრიტიკულია საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისათვის,“- განაცხადა გიორგი კვირკაშვილმა.

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...