მთავარისიახლეებირეგიონებილევან ვარშალომიძე დაბრუნდა. არჩილ ხაბაძე გაუშვეს. „არასერიოზულია ჩემთვის ხაბაძე დარჩება თუ...

ლევან ვარშალომიძე დაბრუნდა. არჩილ ხაბაძე გაუშვეს. „არასერიოზულია ჩემთვის ხაბაძე დარჩება თუ ერთ კვირაში ვის მოიყვანენ – აცხადებ ნაციონალური პარტიის კანდიდატი აჭარაში

Published on

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა არჩილ ხაბაძემ თანამდებობა დატოვა. განცხადება მან ამის შესახებ ნახევარი საათის წინ  გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. გადადგომის მოტივად მან წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა დაასახელა.  
არჩილ ხაბაძის გადადგომის შემდეგ უფლებამოსილება შეუწყდათ მინისტრებს, მინისტრების მოადგილეებს და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს.
პროცედურის მიხედვით, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს პრეზიდენტი პრემიერთან შეთანხმებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს 10 დღის ვადაში წარუდგენს.
მანამდე კი მთავრობის მეთაურის მოვალეობას თავად არჩილ ხაბაძე შეასრულებს.
აჭარის მთავრობისა და მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას უმაღლესი საბჭოს წევრთა 11 ხმა სჭირდება. 
შეგახსენებთ, რომ ამ თანამდებობაზე ერთადერთ კანდიდატად ყაზახეთში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე სახელდება.ოფიციალურმა  თბილისმა როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება იმ მიზნით მიიღო, რომ ბათუმში დაბრუნებულ ლევან ვარშალომიძეს  ცოტა უფრო რეალური კონკურენტი დაუპირისპიროს. 
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე აცხადებს, რომ ის საქართველოში გამარჯვებისთვის დაბრუნდა, რომელსაც მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ 8 ოქტომბერს მოიპოვებს. 
 
„არასერიოზულია ჩემთვის ხაბაძე დარჩება – დღეს გაუშვებენ, ხვალ, ან ერთ კვირაში ვის მოიყვანენ. იმიტომ, რომ რეალურად სიტუაცია კატასტროფულია აჭარაში. ჩემი ჩამოსვლის მიზანია ჩავუდგე სათავეში საარჩევნო კამპანიას, ჩემ გუნდს, რათა ეს არჩევნები მოვიგოთ. 8 ოქტომბერს უნდა მოვიგოთ და 9 ოქტომბერს უნდა დავიწყოთ უკვე იმ გეგმის განხორციელება, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ლევან ვარშალომიძემ ბათუმში დაბრუნების პირველ დღეს გადაცემა ,,არჩევანში. '' 
მისი თქმით, ქვეყანას დასაკარგი დრო არ აქვს, რადგანაც მოსახლეობაში ძალიან ბევრი გაჭირვებულია. 
ვარშალომიძის აზრით, აჭარაში ის პროექტები უნდა განახლდეს, რომელიც ოთხი წლის განმავლობაში შეჩერდა. ასევე, დაიგეგმოს და განხორციელდეს სრულიად ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები.

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...