კატალონიის დედაქალაქის სასამართლომ ,,ბარსელონას'' თავდამსხმელს ლეონელ მესის (და მის მამას ხორხე ორასიო მესის) 21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადასახადების თავიდან აცილების სამი შემთხვევისათვის (ჯამში 4,1 მლნ ევრო) – იუწყება გაზეთი La Vanguardia 5 ივლისის ნომერში.
სასამართლომ შეკრებითობის პრინციპით 7–7 თვის პატიმრობა მიუსაჯა მას თითოეული საგადასახადო დანაშაულისათვის, რასაც ადგილი ჰქონდა 2007, 2008 და 2009 წლებში.
მაგრამ მესის არ მოუწევს ციხეში ჩაჯდომა იმიტომ, რომ სასჯელი არ აღემატება თავისუფლების აღკვეთას ორი წლით და აქვს უფლება აღძრას შუამდგომლობა ციხეში სასჯელის მოხდა შეეცვალოს ჯარიმით 4,1 მლნ ევროს ოდენობით
ესპანეთის პროკურატურამ 2013 წელს ბრალი დასდო ლეო მესისა და მამამისს გადასახადებისგან თავის არიდებაში და ედავებოდა 4,1 მლნ ევროს ამ წლებში მიღებული 10,1 მლნ ევროს ოდენობის შემოსავლებისაგან. გამოძიების მონაცემებით, მესის მამამ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ფეხმურთელი არასრულწელოვანი იყო ოფშორული კომპანიები შექმნა ბელიზსა და ურუგვაიში, რომ თავდან აერიდებინა გადასახადი შვილის სარეკლამო კონტრაქტებით მიღებული შემოსავლებიდან.
თავად მესიმ 2014 წელს სასამართლოში განაცხადა, რომ არ იყო თავისი ფინანსური საქმეების კურსში: ,, ჩემს ფინანსურ საქმეებს მამა უძღვება და მას სრულიად ვენდობი – განაცხადა მან. ფეხბურთელის მამა კი ამტკიცებდა, რომ ყველა ფინანსური საქმე მიჰყავდა თავისი ფინანსური მრჩევლების ხელმძღვანელობით.
მესიმ უკვე გადაუხადა საგადასახადო სამსახურს 5 მლნ ევრო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ასევე გადაიხადა 10 მლნ ევრო საგადასახადოსთან შექმნილი სიტუაციის დასარეგულირებლად 2010 –2011 წლებში.
ესპანეთის პროკურატურამ ერთხელ უვე მოუხსნა ბრალდება ლეო მესის , მაგრამ ამ საქმის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვდა სახაზინო ადვოკატი, რომელიც საგადასახადოს ინტერესებს იცავდა. გაზეთის რედაქციამ დააზუსტა, რომ სახელმწიფო ადვოკატურას განაგებს მადრიდის საფეხბურთო კლუბ ,,რეალის’’ ყოფილი ხელმძღვანელი მარტა სილვა. .
2014 წლის ივლისში La Vanguardia წერდა, რომ მესიმ ამ ერთ წელიწადში გადასახადების სახით გადაიხადა 53 მლნ ევრო და ამით ესპანეთში ყველაზე მსხვილი გადსახადების გადამხდელი გახდა. ამ თანხაში შედის გადასახადები 2013 წლის ხელფასებიდან და საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავლებიდან, ასევე გადუხდელი გადასახადები 2007, 2008 и 2009 წლების შემოსავლებიდან.
შეგახსენებთ, ლეონელ მესის მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში, მისი წლიური შემოსავალი 81, 4 მლნ აშშ დოლარია.