მთავარისიახლეებისპორტილეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს

ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა, მაგრამ ციხეში ჩაჯდომა არ მოუწევს

Published on

კატალონიის დედაქალაქის სასამართლომ  ,,ბარსელონას''  თავდამსხმელს ლეონელ მესის და მის მამას ხორხე ორასიო მესის  21-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. გადასახადებითვის  თავის არიდების სამი შემთხვევისათვის (ჯამში  4,1 მლნ ევრო) – იუწყება გაზეთი  La Vanguardia 5 ივლისის ნომერში. 
სასამართლომ მესისშეკრებითობის პრინციპით 7–7 თვის პატიმრობა მიუსაჯა 2007, 2008 და 2009 წლებში. ჩადენილი თითოეული საგადასახადო დანაშაულისათვის , მაგრამ  მას არ მოუწევს  ციხეში ჩაჯდომა, რადგან ესპანეთში მოქმედი კანონით, თუ  სასჯელი არ აღემატება თავისუფლების აღკვეთას ორი წლის ვადით, მსჯავრდებულს უფლება აქვს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ჯარიმით შეუცვალოს    სასჯელის  ციხეში მოხდა. მესის  ამ შემთხვევაში 4,1 მლნ ევროს ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევს. 
ესპანეთის პროკურატურამ 2013 წელს ბრალი დასდო ლეო მესისა და მამამისს გადასახადებისგან თავის არიდებაში და ედავებოდა 4,1 მლნ ევროს, ომელიც უნდა გადაეხადა ამ წლებში მიღებული 10,1  მლნ ევროს ოდენობის შემოსავლებიდან. გამოძიების მონაცემებით, მესის მამამ ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მესი სრულწლოვანი გახდებოდა,  ოფშორული კომპანია შექმნა ბელიზსა და ურუგვაიში , რომ, ამით თავი აერიდებინა  გადასახადის გადახდისთვის  შვილის სარეკლამო კონტრაქტებით მიღებული შემოსავლებიდან
თავად მესიმ სასამართლოში განაცხადა, რომ არ იყო თავისი  ფინანსური საქმეების კურსში: ,, ჩემს ფინანსურ საქმეებს  მამა უძღვება და მას უპირობოდ  ვენდობი – განაცხადა მან 2014 წელს სასამართლოზე. ფეხბურთელის მამა კი ამტკიცებდა რომ ყველა ფინანსური საქმე მიჰყავდა თავისი ფინანსური მრჩევლების ხელმძღვანელობით. 
მესიმ უკვე გადაუხადა საგადასახადო სამსახურს 5 მლნ ევრო მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად. ასევე გადაიხადა 10 მლნ ევრო საგადასახადოსთან გართულებული ურთიერთიბების დასარეგულირებლად 2010 2011 წლებში. 
ესპანეთის პროკურატურამ მაშინ  მოუხსნა ბრალდება ლეო მესის , მაგრამ ამ საქმის გაგრძელებას დაჟინებით მოითხოვდა სახაზინო ადვოკატი რომელიც იცავდა საგადასახადოს ინტერესებს.ბარსელონას გაზეთმა დააზუსტა,  რომ სახელმწიფო ადვოკატურას განაგებს მადრიდის საფეხბურთო კლუბ ,,რეალის’’ ყოფილი ხელმძღვანელი მარტა სილვა.  
2014 წლის ივლისში La Vanguardia წერდა, რომ მესიმ ამ ერთ წელიწადში გადასახადების სახით გადაიხადა 53 მლნ ევრო და ამით ესპანეთში ყველაზე მსხვილი გადსახადების გადამხდელი გახდა.  ამ თანხაში შედის გადასახადები 2013 წელს ხელფასებიდან და საიმიჯო უფლებებიდან მიღებული შემოსავლებიდან.
შეგახსენებთ ლეო მესის  მეორე ადგილი უჭირავს მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგში, მისი წლიური შემოსავალი 81, 4 მლნ აშშ დოლარია 

 

სიახლეები

ზვიად ხარაზიშვილი, იგივე “ხარება“ ჰოსპიტალიზებულია

"ხარება" კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტვ პირველმა გაავრცელა. გდდ-ის ხელმძღვანელს მხრის არეში მრავლობითი დაზიანებები აქვს...

სანქცირებულმა გომელაურმა სანქცირებული თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ...

აშშ-მა უკრაინას $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას თითქმის $2,5 მილიარდიანი სამხედრო დახმარება გამოუყო - „ ვამაყობ, რომ ვაცხადებ დაახლოებით...

ევროპული ახალი წელი ზუგდიდში-31 დეკემბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

ამბობენ, რომ ახალი წელი ის დღეა, რომელსაც შენთვის ძვირფას ადამიანებთან ერთად უნდა შეხვდე და...