მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯონ კერი უკვე საქართველოშია

ჯონ კერი უკვე საქართველოშია

Published on

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩილ გეგეშიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ. 
ვიზიტის ფარგლებში, დღეს მთავობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრეერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია. 
დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. 
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახეწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...