მთავარისიახლეებიპოლიტიკაჯონ კერი: ..8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის''

ჯონ კერი: ..8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის”

Published on

აშშ-ს სახელწმიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. 
როგორც კერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის.
”საქართველო არის მოდელი დემოკრატიული ცვლილებების, საარჩევნო პირობების შეცვლის თვალსაზრისით სხვა ქვეყნებისთვის. როგორც პრემიერ-მინისტრთან განვიხილე, ასევე ვისაუბრებ ამაზე პრეზიდენტთან, ჩვენ დამოუკიდებლობის და დემოკრატიული პროცესის საკითხებს წამოვჭრით ოპოზიციის ლიდერებთან, რომელთანაც ხვალ მექნება შეხვედრა. 8 ოქტომბერი იქნება კიდევ ერთი ლაკმუსის ტესტი საქართველოსთვის. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი უსაფრთხოების სტაბილურობის უფრო მეტად უზრუნველყოფისა და საქართველოს ეკონომიკური აღმავლობისთვის. ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო თემებზე, რომლებიც ზეწოლისა და დაშინებისგან არის თავისუფალი და ასევე იმისთვის, რომ არ შეწყდეს ის პროგრესი, რომელიც მიმართულია მასმედიის თავისუფლებისკენ”, – აღნიშნა კერიმ. 
 

სიახლეები

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...