მთავარისიახლეებიპოლიტიკააჭარის ახალი მთავრობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს 11 დეპუტატის ხმაა საჭირო

აჭარის ახალი მთავრობის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს 11 დეპუტატის ხმაა საჭირო

Published on

 აჭარის ახალი მთავრობის დასამტკიცებლად, უმაღლესი საბჭოს 11 დეპუტატის ხმაა საჭირო, თუმცა კოალიციაქართულ ოცნებას, რესპუბლიკელებისა და ეროვნული ფორმის წარმომადგენელთა ჩათვლით, აჭარის უმაღლეს საბჭოში მხოლოდ 9 დეპუტატი ჰყავს, რაც საკმარისი არ არის.
 
აჭარის მთავრობის ახალი მეთაურის დამტკიცება უმაღლეს საბჭოში მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ წარდგენილ კანდიდატურას, მხარს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ან თავისუფალი დემოკრატების წევრები მისცემენ. პროცედურის მიხედვით, აჭარის მთავრობის ახალ ხელმძღვანელს პრეზიდენტი პრემიერთან შეთანხმებით, აჭარის უმაღლეს საბჭოს 10 დღის ვადაში წარუდგენს. თუ უმაღლესი საბჭო ამ კანდიდატურას არ დაამტკიცებს, მაშინ პრეზიდენტს უფლება აქვს მას კანდიდატი განმეორებით წარუდგინოს.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ, საქართველოს კანონის თანახმად კი, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია დაითხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, თუ მან ზედიზედ ორჯერ არ დაამტკიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურა.
 
ამავე კანონის 11 მუხლის თანმად კი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება წყდება, დათხოვნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების ძალაში შესვლისთანავე.
 
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დროებითი საპრეზიდენტო საბჭო, რომელსაც ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. დროებითი საპრეზიდენტო საბჭოს უფლებამოსილება წყდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობისთანავე.
 
შეგახსენებთ, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვა. განცხადება არჩილ ხაბაძემ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

სიახლეები

საია- სტრასბურგის სასამართლომ “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე” საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო

სტრასბურგის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე" (FARA) საიას და მედია ორგანიზაციების...

ყაჩაღობის ბრალდებით დედა-შვილი და კიდევ ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად, ბინაში უკანონო...

3 აპრილს, 12:00 საათზე მოსაყდრის მოწვევით წმიდა სინოდის სხდომა გაიმართება – საპატრიარქო

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, 3 აპრილს, 12:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და...

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...