მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგი წერეთელი: ,,ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება"

გიგი წერეთელი: ,,ქრესტომათიული მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება”

Published on

"დღეს არ ვისაუბრებ იმ ქმედებებზე, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა ჩემი  კანდიდატურის წინააღმდეგ. ეს საკითხი  შევა როგორც ერთ-ერთი ქრესტომათიული მაგალითი ამ ასამბლეის ისტორიაში, შეიძლება სხვაგანაც, როგორ არ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება", – განაცხადა გიგ წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბარში ევროპარლამენტის  ასამბლეის  პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრის დასრულების შემდეგ –  მთავარი ჩემთვის ერთი რამაა, რომ ეს ასამბლეა წარმატებით დასრულდა. ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც აქ ჩამოვიდა, კმაყოფილია. მე მიხარია, რომ ჩემი ქვეყნისთვის ეს იყო კარგი ამბავი, შეიძლებოდა ყოფილიყო უკეთესი ამბავიც საქართველოსთვის, მაგრამ ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა სხვანაირად იფიქრა.  მე დღეს გამოვხატე ჩემი განწყობა, მივულოცე კანდიდატებს. დიდი მხარდაჭერა მქონდა, მეორე ტური გაიმართა. სამწუხაროდ, ბევრი ჩემი მხარდამჭერი გუშინ წავიდა – აშშ-ს, გერმანიის და სხვა დელეგაციებიდან, მათ მოუხდათ რეისების გადაცვლა. ამიტომ მე ვიცოდი, რომ მეორე ტური რთული იქნებოდა. ამას დაემატა გარკვეული სამუშაო, რომელმაც როგორ იმოქმედა, ამის ანალიზს გავაკეთებ, მაგრამ ჩემთვის მთავარია რეზოლუცია, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ასამბლეა, რომელიც ჩავატარეთ".
გიგი წერეთელი  თავის გეგმებზე უარს არ ამბობს და არ გამორიცხავს ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე მომავალშიც იყაროს კენჭი

სიახლეები

თანხის მითვისებისთვის “მეტალ+”-ის დირექტორს 9.5 წელი მიესაჯა

პროკურატურის ცნობით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შპს მეტალ...

ანრი ოხანაშვილს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

სუს-ის ყოფილ უფროსს, ანრი ოხანაშვილს 2026 წლის 10 სექტემბრამდე სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. განკარგულებას ხელი...

“ლელოს” ოცნებას: “ვიყო სასურველი ოპოზიცია”, ახდენა არ უწერია – თენგო თევზაძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე სალომე სამადაშვილის მიერ "ფორმულაზე" გაკეთებულ განცხადებას ("ვინც არჩევნებზე არ...

რეპრესიული კანონების აღსრულება კიდევ 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ დაიწყეს – NGO-ები

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ქართული ოცნების რეჟიმმა 30-ზე მეტი ორგანიზაციის წინააღმდეგ რეპრესიული კანონების აღსრულების ახალი...