მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში. მიმდინარეობს მუშაობა...

საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში. მიმდინარეობს მუშაობა მათი საქართველოში დაბრუნებისთვის უმოკლეს დროში

Published on

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მცირე ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე  თურქეთის ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, თავი შეიკავონ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან. 
როგორც მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ განაცხადა  მომხდარი ტერაქტის შემდეგ, როგორც ქალაქ სტამბოლის, ასევე თურქეთის მთელ ტერიტორიაზე, უსაფრთხოების უმაღლესი დონეა გამოცხადებული. 
„თურქული მხარის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჩვენი თანამემამულეები დაღუპულთა და დაშავებულთა შორის კვლავ არ არიან. თუმცა, მონაცემები დინამიურად და მყისიერად იცვლება. სამწუხაროდ, რაოდენობა იზრდება, როგორც დაშავებულთა, ასევე დაღუპულთა. ამიტომ, შესაძლოა ყოველ წუთს შეცვლილი ინფორმაცია მივიღოთ. საქართველოს გენერალური საკონსულოს დახმარებით და საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო მითითებით,  მოქალაქეები, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოფრენა და თავისით დამოუკიდებელი გადაადგილება, 100-ზე მეტი მოქალაქე განთავსდა სასტუმროებში,“- განაცხადა დავით ჯალაღონიამ.
მისივე ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, გადაყვანილია სასტუმროებში.
 
სტამბოლში არსებულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთში ირაკლი კოპლატაძე. მისი თქმით მიმდინარეობს მუშაობა, რომ  საქართველოს მოქალაქეების დაბრუნება მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში მოხდეს. ელჩის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გაუქმებული რეისების და შესაბამისად სატრანზიტო მგზავრების გადაყვანის განრიგზე მუშაობა. მისივე თქმით, მიმდინარეობს ერთობლივი მუშაობა შესაბამის ავიაკომომპანიებთან.
„იმ 36 დაღუპულს და 140-ზე მეტ დაშავებულს შორის, რომელთაგან 6 მძიმე მდგომარეობაშია, თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, არიან უცხოელებიც. ამ დროისთვის მიმდინარეობს იდენტიფიცირება, დაღუპულთა შორის აბსოლუტური უმრავლესობა იდენტიფიცირებულია, ისინი არიან თურქი მოქალაქეები, რაც შეეხება დაშავებულებს, ამ მომენტში მიმდინარეობს იდენტიფიცირება და სტამბოლის საქართველოს საკონსულოს მუდმივი, 24 საათიანი კავშირი აქვს შესაბამის სამსახურებთან. ამ მომენტისათვის საქართველოს მოქალაქეების შესახებ ცუდი ინფორმაცია ჯერ არ შემოსულა. – აცხადებს ირაკლი კოპლატაძე. 
 

სიახლეები

ეს არ არის ჩემი განსასჯელი – ცოტნე ივანიშვილი სინდისის პატიმრებზე

„მოდით, ძალიან მოკლედ გეტყვით: თავისთავად, ძალიან მტკივნეული არის ყველასთვის ნებისმიერი პატიმრის მდგომარეობა, განსაკუთრებით, ახალგაზრდის....

საია: საქართველო 17 მაისს ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებული მწვავე დისკუსიებისა და კრიტიკის ფონზე ხვდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, საქართველო 2026 წლის 17 მაისსაც ლგბტ ადამიანების უფლებებთან დაკავშირებული...

ჩვენ მკაფიოდ ვეუბნებით რუსებს, უნდა დაასრულონ ომი – ზელენსკი

ჩვენი პასუხები რუსეთის მიერ ომის გაჭიანურებასა და ჩვენს ქალაქებსა თუ თემებზე მიტანილ დარტყმებზე სრულიად...

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...