მთავარისიახლეებიპოლიტიკაკვირიკაშვილისა და სუბარის მიერ გუშინ გაკეთებული რიხიანი განცხადებები პარტიულ...

კვირიკაშვილისა და სუბარის მიერ გუშინ გაკეთებული რიხიანი განცხადებები პარტიულ შიდაკვლევებში ნაჩვენები მაღალი შედეგების შესახებ gfk – ის გამოკითხვის შედეგების გადაფარვის მცდელობა აღმოჩნდა

Published on

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ქართული ოცნება" დღეს პარტიის მიერ ჩატარებულ სოციალოგიურ კვლევას გამოქვეყნებს, სიმართლეს არ შეესაბამება. კობახიძე ამბობს, რომ პარტიაში არანაირი სოციოლოგიური კვლევის გამოქვეყნება არ იგეგმება.
შეგახსენებთ, სოზარ სუბარმა  GFK-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებთან დაკავშირებით გუშინ  რუსთავი 2 -ის გადაცემა ,,არჩევანში'' გააკეთა განცხადება, რომ ქართულ ოცნებას ალტერნატიულ კვლევები აქვს. ეს არის შიდა კვლევები, რომლის გასაჯაროებასაც სახელისუფლებო გუნდი ხვალ გეგმავს.
„ახლავე გიდებთ პირობას, რომ გაცილებით ახლოს იქნება ჩვენი კვლევები, ვიდრე ეს კვლევები,“ – განაცხადა სოზარ სუბარმა, მან მიანიშნა, რომ ,,ქართული ოცნების'' შიდაკვლევის შედეგები რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო მაღალია,  ვიდრე ამას GFK- ის გამოკითხვა გვიჩვენებს. საინტერესოა, რომ პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც თავდაჯერებით აღნიშნა, რომ ,,ქარული ოცნება'' მომავალ არჩევნებში  პარლამენტში 100 დეპუტატს გაიყვანს .
როგორც ჩანს, თავდაჯერების საფუძველი არც ისე მყარია და ყველა ეს რიხიანი განცხადება ქართული ოცნების შიდაკვლევების შესახებ იყო  gfk – ის გამოკითხვის მათთვის არასახარბიელო შედეგების გადაფარვის მცდელობა. 
 
 

სიახლეები

აშშ-ის საელჩო: ამ ეტაპზე ვიზიტი არ გვაქვს გამოსაცხადებელი

საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია ამერიკული მხარის მიერ საქართველოში აპრილში...

“დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება” – ტრამპი ირანზე

დღეს ღამე მთელი ცივილიზაცია მოკვდება და აღარასდროს დაბრუნდება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ,...

სხვისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის 1 პირი დააკავეს

პროკურატურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე, ერთი ადამიანი დააკავეს. "სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის მიერ...

ნიკოპოლში რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქში, ქალაქ ნიკოპოლში, რუსული დრონი სამოქალაქო ავტობუსს დაეცა. თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა,...