მთავარისიახლეებიექსკლუზივიერდოღანს ბოდიში არ მოუხდია? როგორ და რატომ შეცვალა კრემლმა პუტინისადმი ერდოღანის წერილი

ერდოღანს ბოდიში არ მოუხდია? როგორ და რატომ შეცვალა კრემლმა პუტინისადმი ერდოღანის წერილი

Published on

ორშაბათს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრეს მდივანმა დიმიტრი პესკოვმა გაავრცელა ცნობა, რომ ერდოღანმა პუტინს მიმართა წერილით, რომელშიც გამოხატა  ღრმა სინანული  შარშან ნორმბერში მომხდარი ინციდენტის, კერძოდ  თურქი ავიაგამანადგურებლების მიერ ჩამოგდებული რუსული ბობდამშენის სუ – 24 – ის პილოტის დაღუპვის გამო და  გამოთქვა რუსეთთან პარტნიორული ურთიერთობების აღდგენის იმედი. 
,,ჩვენ არასოდეს გვქონია სურვილი და მით უფრო წინასწარი განზრახვა ჩამოგვეგდო რუსეთის ფედერაციის კუთვნილი თვითმფრინავი  –  ნათქვამია ციტატაში, ერდოღანის წერილიდან, რომელიც კრემლის საიტზეა განთავსებული – მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა  თანაგრძნობა და უღრმესი სამძიმარი  დაღუპული რუსი პილოტის ოჯახის მიმართ და ვამბობ: ,,ბოდიში“.
სწორედ ამ ციტატასთან დაკავშირებით  გაჩნდა უცხოურ და ახლა უკვე რუსულ მედიაშიც კითხვები, რომელიც თარგმანის სიზუსტეს ეხება. 
რუსეთის ერთ–ერთი უმსხვილესი მედია ჰოლდინგის "РосБизнесКонсалтинг"  – ის  ცნობით,   კრემლის საიტზე  ინგლისურ თარგმანში შეცვალეს ციტატა  ერდოღანის წერილიდან  –  თავდაპირველ თარგმანში იყო ფრაზეოლოგიური  გამოთქმა  ,,I apologise to the'', ( ვწუხვარ),  შემდეგ კი მის ადგილზე გაჩნდა ,,Excuse us'' ( ,,ბოდიში'').  
(ინგლისური ენის მცოდნეთათვის მოგვაქვს უფრო ვრცელი ციტატებიც:  თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც გუგლ ქეშმა შემოინახა, იგი ჟღერს შემდეგი სახით:: «I once again express my sympathy and profound condolences to the family of the Russian pilot who was killed and I apologise to them». ახლა კი კრემლის ელექტრონულ გვერდზე  განთავსებულია შეცვლილი ვარიანტი :«I once again express my sympathy and profound condolences to the family of the Russian pilot who was killed and I am saying: «Excuse us».)
მიუხედავად  განსხვავებისა, დიმიტრი პესკოვი ამტკიცებს, რომ ამგვარი  კორექტირების მიზანი    უბრალოდ თარგმანის დაზუსტება  იყო და რომ რუსულად ორივე ვარიანტი ერთანაირად ჟღერს .  
RBK – ს კითხვის პასუხად, რატომ შეცვალეს ინგლისური ვერსია, პესკოვმა განაცხადა, რომ თარგმანი დაზუსტდა თურქული ტექსტის მიხედვით. მისი თქმით, რუსული ,,იზვინიტე’’ (,,ბოდიში'')  ასი პროცენტით შეესაბამება იმას, რაც თურქულ ენაზე წერია, და ამიტომ ინგლისური თარგმანიც შეიცვალა.
Reuters – ის ცნობით .,,გუშინ თურქეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა,  რომ სახელმწიფოს მეთაურის მიერ გამოხატული მწუხარება
მომხდარის გამო  არ ნიშნავს ბოდიშს. '' 
თურქეთის სააგენტო  Anadolu   თავის წყაროზე (პრეზიდენტის გარემოცვიდან) დაყრდნობით წერს, რომ ერდოღანის წერილში ერთხელაც არ არის  ნახსენები სიტყვა ,,ბოდიში'' .
შეგახსენებთ,  პუტინმა შარშან ნოემბერში უცხოეთის ელჩებისათვის რწმუნებათა სიგელების გადაცემისას გამოთქვა საყვედური იმის გამო, რომ არავის მოუხდია ბოდიში რუსული  თვითმფრინავის ჩამოგდებისთვის. თავის მხრივ, ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს ბოდიშის მოხდა მართებს, ეს ისაა,  ვინც თურქეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა. 
 როგორც ჩანს, რუსეთს ისე ძალიან სჭირდებოდა ამ სიტყვის გაგონება, რომ დიპლომატიური მიმოწერის გაყალბებასაც არ დაერიდა. 
 

 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...