მთავარისიახლეებიმსოფლიოღამის სამი საათისთვის გავრცელებული მონაცემებით, თურქეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 50,...

ღამის სამი საათისთვის გავრცელებული მონაცემებით, თურქეთში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულია 50, დაშავებულია 106 ადამიანი

Published on

სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. ღამის სამი საათისთვის გავრცელებული  მონაცემებით, დაშავებულია 106 ადამიანი, აქედან ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
.სააგენტო „როიტერის “ ცნობით,  დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან. არაფერია ცნობილი,  არიან თუ არა დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები. 
არსებული ინფორმაციით, ტერაქტები სამმა თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. თურქეთის იუსტიციის მინისტრის ბეკირ ბოზდაგის განცხადებით, ერთ-ერთმა თავდამსხმელმა საერთაშორისო ფრენების ტერმინალში "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ცეცხლი გახსნა, რის შემდეგაც თავი აიფეთქა. 
პასუხისმგებლობა მომხდარზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია, თუმცა, ერთ-ერთი ვერსიით ტერაქტები "ისლამური სახელმწიფოს" მიერ იყო ორგანიზებული.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აეროპორტი ოთხშაბათამდე, თბილისის დროით 18:00-მდე დაიკეტება. ამ დროისთვის არსებული ინფორმციით, აეროპორტიდან ყველა მგზავრი ევაკუირებულია, ამჟამად აეროპორტი დაკეტილია.
ასევე ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ სტამბოლთან ავიამიმოსვლა შეაჩერა.
 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...