მთავარისიახლეებისაზოგადოებამარტვილში პოლიციის ყოფილ უფროსსა და 23 წლის ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება...

მარტვილში პოლიციის ყოფილ უფროსსა და 23 წლის ახალგაზრდას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაკავებულის მამა აცხადებს, რომ მის შვილს პოლიციის განყოფილებაშიც ცემეს

Published on

გუშინ მარტვილის რაიონის  სოფელ დიდ ჭყონში საქორწილო სუფრასთან   პოლიციის განყოფილების ყოფილ უფროსსა და 23 წლის ახალგაზრდას  გიორგი კობახიძეს შორის დაპირისპირება  მოხდა. სიტყვიერის შეხლა – შემოხლა ბოლოს ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, შედეგად  სამართალდამცავებმა  გიორგი კობახიძე დააკავეს და სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც იგი ამ დრომდე რჩება.  პოლიციის ყოფილი უფროსი კი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
დაკავებულის მამა დაპირისპირების პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის შვილს განყოფილებაში ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
თავად  სამართალდამცავები  ცემის ფაქტს უარყოფენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით მიმდინარეობს.

სიახლეები

საკონსტიტუციომ წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ ენმ-ს სარჩელი არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ, თეა წულუკიანის კომისიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი არ მიიღო....

ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება და 11 მაისს დასრულდება – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის...

თბილისში აშშ-ს საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ამერიკის საჰაერო ძალების, სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა. ამის შესახებ მონაცემები flyradar 24-ის...

შსს-მ ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირი დააკავა

სპეცოპერაცია ქვეყნის მასშტაბით - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 72 საათის განმავლობაში ნარკორეალიზაციაში ჩართული და...