მთავარისიახლეებიპოლიტიკალევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იგი ნაციონალური მოძრაობის...

ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში იგი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება

Published on

რუსთავი 2 – ის  ექსკლუზიური ინფორმაციით პირველი ივლისიდან ლევან ვარშალომიძე საქართველოში ბრუნდება და პოლიტიკურ საქმიანობას გააგრძელებს. არჩევნებამდე 100 დღით ადრე ის აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერი იქნება.  
 
4 წლიანი პაუზის შემდეგ პოლიტიკას ის კონკრეტული გეგმით უბრუნდება. ვარშალომიძე აცხადებს, რომ 9 ოქტომბრიდან,  გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.
 
როგორც ვარშალომიძე პოსტსკრიპტუმთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა – ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.
 
ლევან ვარშალომიძე ფიქრობს, რომ დღეს რეგიონის მთავარი პრობლემა, ხელისუფლების უსუსურობაა, რადგან ადგილზე ვერც ერთ ბიზნესმენს, ვისაც ფულის ჩადება უნდა, პასუხს ვერ ეუბნებიან და პროექტებით ხელში ჩამოსული ინვესტორები უბრალოდ გარბიან. მისი თქმით 4 წლის განმავლობაში რეგიონმა 3 მილიარდის ინვესტიცია, ხალხმა კი 300 მილიონი დაკარგა, რომელსაც უცხოური ინვესტიციებიდან ხელფასის სახით მიიღებდა.
 
პოსტსკრიპტუმმა ინტერვიუ ლევან ვარშალომიძესთან ოდესაში ჩაწერა. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ის უკრაინის პრემიერმინისტრის არსენი იაცენიუკის მრჩეველი იყო.

სიახლეები

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს

აღდგომის შემდეგ შესაძლოა კვერცხი ისევ გაძვირდეს. ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსს" "მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის" ხელმძღვანელმა ზურაბ...

რუსეთის დაზვერვის განცხადებით, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე გავლენის გაძლიერებას ცდილობს

რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, კონსტანტინოპოლის პატრიარქი ბართლომეოსი „აგრძელებს მართლმადიდებლობაში განხეთქილების მზაკვრული ხაზის შენარჩუნებას...

ვიწყებთ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას, 26 მაისს ხალხმრავალი აქცია გაიმართება-ოპოზიციური ალიანსი

ოპოზიციის ალიანსი ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომლის სიმბოლური კულმინაცია 26 მაისს თბილისში დაგეგმილი ხალხმრავალი...

1991 წელს მიღებული რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

35 წლის წინ, 1991 წლის 31 მარტს, საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა შეკითხვით - თანახმა ხართ...