მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ჩაიშალა

ზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის ჩვენება ჩაიშალა

Published on

წუხელ მოსული ძლიერი წვიმის  გამო ზუგდიდში მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლის   ჩვენება ჩაიშალა. სპექტაკლი უნდა გამართულიყო  ღია ცის ქვეშ, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის პარტერში დადგმულ სცენაზე.
სპექტაკლისთვის ყველაფერი მზად იყო, ჩამოსული იყო დასი, იკრიბებოდა მაყურებელი, თუმცა ძლიერმა წვიმამ ყველაფერი ჩაშალა, რადგან ზუგდიდში არ აღმოჩნდა სხვა სივრცე, სადაც სპექტაკლის გადატანა  მოხერხდებოდა, სამწუხაროდ,  ზუგდიდის თეატრის ავარიულ შენობაში ეს იმთავითვე გამორიცხული იყო.
 
კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრს დაგეგმილი ჰქონდა ზუგდიდიდან დაეწყო რეგიონული ტურნე, რომელიც  შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წლის თავს ეძღვნება. ლევან წულაძის მიერ დადგმული სპექტაკლი „როგორც გენებოთ“ , რომლის ნახვა ზუგდიდელმა მაყურებელმა ვერ შეძლო, ნაჩვენები იქნება მესტიაში, ოზურგეთში, ჭიათურაში, ქობულეთში, ხულოსა და ახალციხეში.
 
დასის წევრებმა სინანული გამოთქვეს, რომ  ზუგდიდელ მაყურებელთან შეხვედრა ვერ შედგა და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ამ ასწლოვანი   თეატრალური ტრადიციის მქონე ქალაქში  თეატრის შენობის რეკონსტრუქცია გადაუდებელი საქმეა. 

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...