მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ქართულ ოცნებაში'' აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული...

,,ქართულ ოცნებაში” აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს გადმოსცენ, თუმცა ეს განცხადებები ორთქლის გამოშვებას ჰგავს

Published on

 
ქართველი პოლიტიკოსები გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული რაშიდ კანჯი ოღლისთვის შინაპატიმრობის შეფარდებას ეხმაურებიან .
"შინაპატიმრობის გამოყენება საზოგადოების დაცინვაა,“- ასე შეაფასა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა აფხაზეთის სასამართლოს გადაწყვეტილება.  
 
,,ქართულ ოცნებაში'' აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებენ ბრალდებული საქართველოს გადმოსცენ.
"ოთხოზორიას მკვლელობაში ეჭვმიტანილისთვის შინაპატიმრობის შეფარდება ქართული მხარისთვის არადამაკმაყოფილებელია, მოვუწოდებთ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ ეს პირი გადმოსცეს ქართულ მხარეს და იმ ქვეყნის წესების მიხედვით მოხდეს მისი გასამართლება, სადაც მან დანაშაული ჩაიდინა,"- განაცხადა ელისო ჩაფიძემ. 
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე, გიორგი ვოლსკი იმედოვნებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლება ეცდება სახე და სახელმწიფოებრიობის თაობაზე მითი შეინარჩუნოს. –  „ამ ადამიანმა ახალგაზრდა კაცი გამოასალმა სიცოცხლეს და სათანადო სასჯელს იმსახურებს,“- განაცხადამან. 
 
ეროვნული ფორუმის წევრი ანი მიროტაძეც, მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას არაადეკვატურს უწოდებს და მისი დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ცინიკურია, თავზე ხელაღებული გადაწყვეტილებაა, ვინაიდან საქმე ეხება ახალგაზრდა ადამიანის მკვლელობას და მკვლელობას არ აქვს ეროვნება. ის ადამიანი, ვინც მსგავსი ტიპის სისასტიკით ჩაიდინა ეს მკვლელობა, არის დასასჯელი და ნორმა, რომელიც მას მიუსაჯეს, აბსოლუტრად არაადეკვატურია,“ – განაცხადა ანი მიროტაძემ.
 
 ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა გიგა ოთხოზორას მკვლელობაში ბრალდებულისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას ხელისუფლების არასწორ პოლიტიკას უკავშირებს.
„ეს არის უკიდურესი ცინიზმი და უსამართლობა, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სასამართლომ მხოლოდ შინა პატიმრობით დასაჯა. ეს არის პირდაპირ, იმის შედეგი, რომ დღევანდელი ხელისუფლება არასწორ პოლიტიკას ატარებს რუსეთთან. მათ არ ესმით, რომ რუსეთთან საჭიროა, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან პრინციპული მიდგომა,“ – განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
 

სიახლეები

მტკვარში მანქანით გადავარდნილ ორ ადამიანს ამ დრომდე ეძებენ

“თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის მგზავრების საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში...

შეჯახების შედეგად დაზიანებული მოზარდებიდან ერთი ხელოვნურ კომაშია, მეორეს თავზე ოპერაციას უტარებენ

ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სამი მოზარდიდან ერთ-ერთის მდგომარეობა, რომელმაც თავის...

“არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ” – ნიკა გვარამია

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავების შემდეგ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ წულუკიანის კომისიაე არგამოცხადების...

“ოცნების” პარლამენტი MEGOBARI აქტს “უაღრესად მტრულ აქტად” აფასებს

"ოცნების" პარლამენტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ MEGOBAR აქტს "უაღრესად მტრულ აქტად" აფასებს. ამის...