მთავარისიახლეებიკულტურათემო შენგელაიას პირველი წიგნის პრეზენტაცია მშობლიურ ქალაქში

თემო შენგელაიას პირველი წიგნის პრეზენტაცია მშობლიურ ქალაქში

Published on

თემო შენგელაიას ლექსების პირველი კრებულის „თვალები გეტყვის“ პრეზენტაცია პოეტის მშობლიურ ქალაქში გაიმართა.ღონისძიება არტ-ჰაუსში  აკაკი წერეთლის სახელობის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ჩატარდა.
 ახალგაზრდა პოეტმა თანაქალაქელებთან შეხვედრაზე წაიკითხა ლექსები კრებულიდან, ისაუბრა თავის  შემოქმედებაზე და მოწვეული სტუმრების კითხვებსაც უპასუხა. იგი ამბობს, რომ წერს ზუსტად ისე, როგორც განიცდის, აქვს საკუთარი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხზე, დარწმუნებულია, რომ  დღევანდელ პოეზიასაც  ეპოქა  დაარქმევს თავის სახელს. 
კრებულში თავმოყრილია ახალგაზრდა პოეტის ლექსები. თავად ავტორი ამბობს, რომ „თვალები ყოველთვის ყველაფერზე უფრო მეტია, თვალები ყველა ცუდის და კარგის სხეულიდან გამოსასვლელი ბილიკია, თვალები იმაზე უფრო მეტის მთქმელია ვიდრე ენა, იმაზე ბასრი ვიდრე დანის პირი და იმაზე ღრმა ვიდრე მარიანის ღრმული.ჩვენი სულისა სხეულთან გამყოფი ორი ყველაზე მეტყველი კარიბჭე…“ 
თემო შენგელაიამ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მშობლიურ ქალაქში შეხვედრებს სულ სხვა ხიბლი აქვს..
 

სიახლეები

მოსამართლე ბუგიანიშვილმა ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში დატოვა

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს...

ზურაბიშვილი ოცნებას: “მეცოდებით!”

"საზოგადოებაში თქვენი ხელით დათესილმა შიშმა, დღეს თქვენს ბანაკში გადმოინაცვლა"- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი...

ირანის უზენაეს ლიდერად დაინიშნა მოკლული ალი ხამენეის ვაჟი მოჯტაბა ხამენეი

ირანის წამყვანმა რელიგიურმა მოღვაწეებმა ქვეყნის უზენაეს ლიდერად დანიშნეს დაღუპული უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის...

სად რა ხდება ახლო აღმოსავლეთში: მდგომარეობა 9 მარტისთვის

- ჯიმი ლევი - წუხელ მთელი ღამე იბომბებოდა ისრაელი ირანიდან და ლიბანიდან. დაფიქსირდა კასეტურშიგთავსიანი რაკეტების...