მთავარისიახლეებითვალსაზრისი,,აბსოლუტურად სწორად ხვდება ივანიშვილი, რომ დღეები აქვს მოსაპარი. მისი დღეები მართლა დათვლილია''...

,,აბსოლუტურად სწორად ხვდება ივანიშვილი, რომ დღეები აქვს მოსაპარი. მისი დღეები მართლა დათვლილია” – მედიის წარმომადგენლები რუსთავი 2 – ის საქმის შესახებ

Published on

რუსთავი 2 – ის წინააღმდეგ ხელისუფლების მორიგ ნაბიჯს მისთვის, ნიკა გგვარამიას თქმით,  18 დღის მოპარვისა და საქმის დაჩქარებულად, ზაფხულშივე დასრულების მიზნით სოციალურ ქსელებში საქართველოს მედიის ცნობილი წარმომადგენლები ეხმაურებიან.
 
ტელეკომპანია ,,კავკასიის“ გენერალური  დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2-თან" დაკავშირებით "ფეისბუქში" წერს. 
 
"2014 წელს ერთი–ორმა “ბრძენმა“ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ "რუსთავი ორს" ფინანსურად სერიოზულ დარტყმას მიაყენებდნენ, თუ სარეკლამო კანონში ცვლილებებს შეიტანდნენ. დატრიალდნენ, დაბზრიალდნენ და მიიღეს ცვლილებები. დააწესეს ლიმიტები. კი მოვთქვამდით მაშინ, ვისაც რამე გაგვეგება ამ საქმეში, რომ ამით მთლიანად სარეკლამო ბაზარი და ყველა სხვა ტელევიზია დავზარალდებოდით, ყველაზე ნაკლებად კი "რუსთავი ორი". მაგრამ, ვინ დაგვიჯერა? იმას აღარ ვიხსენებ, როგორ მეძახდნენ ნაციონალების მოსყიდულს, როცა ამ კანონის მიღებას ვაპროტესტებდი.ჰოდა, წინა კვირას უკვე შეჯამებული შედეგები დაიდო და გაირკვა, რომ "რუსთავი ორის" წინააღმდეგ მიმართულმა ცვლილებებმა ფაქტიურად დაანგრია სატელევიზიო სარეკლამო ბაზარი 2015 წელს და ყველა ტელევიზიას მიაყენა დარტყმა. ყველაზე ნაკლებად მართლაც" რუსთავი 2" დაზარალდა.
 
ახლაც, როგორც ჩანს, რამდენიმე “ბრძენმა“ დაარწმუნა ივანიშვილი, რომ “მათემატიკური სიზუსტით“ არის გათვლილი ყველაფერი და "რუსთავი 2– ის" საქმეს ზაფხულის ბოლომდე “მოაგვარებენ“. ჰოდა, ახლა კითხვა მაქვს – სასამართლოც და მთელი ქვეყანაც ისე უნდა გადაგვამხოთ თავზე, როგორც სარეკლამო ბაზარი გადაგვამხეთ "რუსთავი 2–ის" ჯინაზე? -"წერს ჯანგირაშვილი. 
გაზეთ ,,ქრონიკა + ''- ის რედაქტორი ელისო კილაძე ივანიშვილს აფრთხილებს: 
,,ჩქარობს ივანიშვილი.
საბოლოოდ გაეჩხირა ყელში რუსთავი 2
იმედია, ყურადღებით მოუსმინა ნიკა გვარამიას ფრაზას ადამიანის უფლებათა დეკლარაციიდან .
ვერ წაიღებთ რუსთავი 2-ს !!
ცოცხლები ვართ,ჯერ !!!!!!
,,რუსთავი ორში შემოსვლას ივანიშვილს ძალიან მაღალ ფასს დავუსვამთ'' – აცხადებს ,,ტაბულას'' მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი:  
,,აბსოლუტურად სწორად ხვდება ივანიშვილი, რომ დღეები აქვს მოსაპარი. მისი დღეები მართლა დათვლილია.
ეს კარგია – ეს ნიშნავს, რომ თავადაც არ ჯერა იმ რეალობის, რასაც ხატავს.
ბუნებრივია რუსთავი ორს დავიცავთ, ბუნებრივია არ მივცემთ შესაძლებლობას ოლიგარქს, რომ იმ კლოუნების მეშვეობით გააქროს ერთადერთი პროდასავლური მსხვილი მედია ეთერიდან – გუჯაბიძე და ურთმელიძე რომ ქვიათ.
ბუნებრივია, რომ რუსთავი ორში შემოსვლას ივანიშვილს ძალიან მაღალ ფასს დავუსვამთ.
გეგმა მზად გვაქვს როგორც უარესი, ისე უკეთესი სცენარისთვის.
გატირებთ ბ-ნო ბიძინა.''
მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე თამარ კინწურაშვილი, კინწურაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ფორსირებულ ტემპში, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა.
„ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ხელისუფლებას მიზნად აქვს დასახული ფორსირებულ ტემპში, არჩევნებამდე შეცვალოს რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკა. ეს დაკვეთა ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, შემდეგ ურთმელიძემ თავის გადაწყვეტილებაში მოახიდინა ამ დაკვეთის ფორმალიზება, თუმცა ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში დააზიანებს არა ერთ კონკრეტულ ტელეკომპანიას, არამედ მთლიანად დემოკრატიულ პროცესს, იმიტომ, რომ არც ერთი საერთაშორისო დამკვირვებელი არჩევნებს არ ჩათვლის ნორმალურად ჩატარებულად, თუ არ იარსებებს კრიტიკული მედია,“-აცხადებს თამარ კინწურაშვილი

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების მხარეებსფოსტის საშუალებით გაუგზავნა და უგულვებელყოკანონი, რომლის თანახმად მხარეს აქვს უფლება არა უადრეს 20 დღისა და არა უგვიანეს 30 დღისა თავად ჩაიბაროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

 

სიახლეები

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7 მლნ ლარი შეადგინა

იმედის, რუსთავი 2-ისა და პოს ტვ-ის სარეკლამო შემოსავლებმა 2026 წლის I კვარტალში ჯამში 20,7...

გარდაბანში ავარიისას დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა

გარდაბანში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გარდაიცვალა, ავარიას ჯამში 8 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა....

„ოპოზიციური ალიანსი“ ასხელებს 6 პირობას “სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად“

"ოპოზიციის ალიანსი" იმ 6 ძირითად მოთხოვნას ასახელებს, რომელიც მათი შეფასებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების...

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა-ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს

205 უკრაინელი ტყვე სამშობლოში დაბრუნდა ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს  "205 უკრაინელი...