მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოძიება დასრულდა - პროკურატურის მტკიცებით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა

გამოძიება დასრულდა – პროკურატურის მტკიცებით, ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა

Published on

მთავარ პროკურატურამ ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაასრულა გამოძიება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მთავარმა საგამოძიებო უწყებამ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია გააცნო.ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გაიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
გამოძიების ინფორმაციით, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, თანმიდევრული და ლოგიკური ანალიზი ცხადყოფს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.უწყების ცნობით, ეროსი კიწმარიშვილს, მარჯვენა საფეთქელზე აღენიშნებოდა ცეცხლსასროლი იარაღის ლულის ანაბეჭდი ე.წ. შტანცმარკა და დამწვრობის კვალი, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ვითარდება მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდრო მიბჯენით გასროლის შედეგად. ეროსი კიწმარიშვილის სხეულზე არსებული ტრავმის ლოკალიზაციის და მოცულობის გათვალისწინებით სიკვდილი დადგა თავის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობის მიყენებიდან მომენტალურად."გამოძიების მსვლელობის დროს შესწავლილი იქნა ეროსი კიწმარიშვილის ფინანსური მდგომარეობა გარდაცვალების დროს და დოკუმენტალურად დადგინდა, რომ მის ოჯახს კერძო პირებთან, ორგანიზაციებთან და ბანკებთან საერთო ჯამში ქონდა დავალიანება 312 000 აშშ დოლარის და 120 000 ლარის ოდენობით, რომლის უზრუნველყოფისთვის იპოთეკით დატვირთული იყო მისი საცხოვრებელი სახლი, ხოლო ეროსი კიწმარიშვილს არ გააჩნდა საკმარისი შემოსავალი ამ დავალიანების დასაფარად. აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ კიწმარიშვილის კომპიუტერში აღმოჩენილი საუბრის ჩანაწერი ადასტურებს ფინანსური პრობლემების არსებობას, ჩანაწერში ის აცხადებს, რომ მას გააჩნია მატერიალური პრობლემები, რის გამოც მიმდინარე პრობლემებსაც ვეღარ უმკლავდება," – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.პროკურატურა აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილია. შეგახსენებთ, ეროსი კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში 2014 წლის 15 ივლისს გარდაცვლილი იპოვეს. სამართალდამცველებმა გამოძიება მაშინ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყეს.ოჯახის წევრები და ეროსი კიწმარიშვილის ახლობლები, ისევე როგორც დამოუკიდებელი ექსპერტები, პროკურატურის ამ ვერსიას ეჭვის ქვეშ აყენებდნენ. მათი განცხადებით, კიწმარიშვილი მოკლულია, რასაც, მათი თქმით, ოჯახის მოთხოვნით ჩატარებული დათვალიერებაც ადასტურებდა.სამთვიანი საგამოძიებო სამუშაოების შემდეგ კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქმეში არ გამოიკვეთა არანაირი მტკიცებულება, რომელიც დანაშაულში სხვა პირის მონაწილეობას დაადასტურებდა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა გამოძიებას აღარ გააგრძელებს.

სიახლეები

აშშ-ში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

აშშ-ში ავტოავარიასთან დაკავშირებით, რომელსაც ინდიანას ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი ემსხვერპლა, საქართველოს მოქალაქე - გოდერძი გუჯაბიძე...

სასამართლომ გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, აქტივისტი გელა ხასაია პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნატო...

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს

ზუგდიდში 21 წლის ქალზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს. ქალი ამბობს, რომ...

აქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ-სტენერგარდი

აქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია...