მთავარისიახლეებისაზოგადოებათავდასხმა რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფზე თბილისის აეროპორტში

თავდასხმა რუსთავი 2 – ის გადამღებ ჯგუფზე თბილისის აეროპორტში

Published on

რუსთავი 2 აცახდებს, რომ  დღეს გამთენიისას, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. კურიერის ჟურნალისტი ელენე ფირცხალაიშვილი და ოპერატორი გიორგი ცანავა, აეროპორტის ტერმინალში ინტერვიუებს იღებდნენ, საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან, რომლებიც ოფიციალური ვიზიტით სტრასბურგში მიემგზავრებოდნენ. დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის ინტერვიუს დროს მათ უცნობმა პირმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი რუსთავი 2-ის ოპერატორს ფიზიკური. 
 
დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, სავარაუდოდ, თავდამსხმელის თანმხლები ქალბატონი მას დაუპირისპირდა და არ აძლევდა ტელეფონით ინციდენტის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალის გადაღების საშუალებას. 
 
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე, ცემის მუხლით დაიწყო. სამართალდამცველებს ჩვენება უკვე მისცეს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა. კურიერის ინფორმაციით დაკითხვაზეა გადაყვანილი თავდასხმაში მონაწილე პირიც. 
 
რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ფიქრობს, რომ სახეზეა არა მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევა, რაც ცემას გულისხმობს, არამედ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა, რაც ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულია.
 
"მოგიწოდებთ და მოვითხოვ მთელი გუნდის სახელით, დაუყოვნებლივ დააკავოთ ჟურნალისტზე და ოპერატორზე თავდამსხმელი და კანონის მთელი სიმკაცრით აგებინოთ პასუხი. 125-ე ცემის მუხლი არ მიიღება. შეგახსენებთ, ინტერვიუს ჩაწერის დროს მოხდა ინციდენტი და სხეულის დაზიანებასთან ერთად, მინიმუმ, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლაა,"-წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში და შს სამინისტროს მიმართავს. 
 
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. – აცხადებს რუსთავი 2.

სიახლეები

უკრაინელების დრონების გამო, სარატოვსა და სამარაში “დაცხა”

უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის განცხადებით, გუშინ, ღამის განმავლობაში, უკრაინულმა დრონებმა წარმატებით შეუტიეს რუსეთის სიღრმეში,...

დობროპოლიეს მიმართულებაზე ოკუპანტები მასობრივად ნებდებიან

დობროპოლიეს მიმართულებაზე რუსი ჯარისკაცები მასობრივად აბარებენ იარაღს და ნებდებიან. დობროპოლიის მიმართულებით უკრაინელებმა ბოლო თვეების...

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია დააკავეს

დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ნარსია. აქტივისტს პროევროპული აქციების დროს გამოწერილი ჯარიმების გადაუხდელობას ედავებიან. იმ დროს...

რუსთავში ნარკოდანაშაულზე ერთი პირი დააკავეს, ამოღებულია დიდი რაოდენობით “ალფა პვპ”

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო...