მთავარისიახლეებისაზოგადოება4 წლის შვილის გადასარჩენად განწირული სიცოცხლე- ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლიაში

4 წლის შვილის გადასარჩენად განწირული სიცოცხლე- ავტოსაგზაო შემთხვევა ანაკლიაში

Published on

ხმაური იყო დღეს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს მიმღებში, სადაც  რამდენიმე საათის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული პაციენტის ახლობლები იმყოფებოდნენ. შემთხვევა ზუგდიდი-ანაკლიის ცენტრალურ გზაზე მოხდა,  სადაც თვითმხილველთა თქმით, 22 წლის მ. აქირთავას ავტომანქანა დაეჯახა. დაზარალებულის დედამთილი  ყვება,რომ ისინი: "ანაკლიიდან ორსანტიაში მიდიოდნენ, გზაზე, სადაც შემთხვევა მოხდა რძალთან და შვილიშვილთან ერთად ტროტუარზე ვიდექი, ბავშვი გაიქცა, დედამ ხელი სტაცა, გზიდან გადააგდო, თვითონ კი მანქანა დაეჯახა, ძალიან სწრაფად მოდიოდა, დამუხრუჭება ვერ შეძლო, მერე კიდევ გზაზე დაგვტოვა და წავიდა, პოლიციელია, ანაკლიის პოლიციის უფროსი პაპუნა დიდიშვილი…ალბათ ეჩქარებოდა, რძალი მომიკლა… ვითხოვთ დამნაშავე დააკავონ და ნარკოლოგიური შემოწმება ჩაუტარონ".- ამბობს ნინო ხაზალია. დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს, მორიგე ექიმის განმარტებით პაციენტის მდგომარეობა უმძიმესია,მას მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება, დაზიანებული აქვს ხერხემალი,მუცლის ღღუ, ბარძაყის ძვალი და სხვა. ოჯახის წევრების ინიციატივით პაციენტი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაჰყავთ.

 

სიახლეები

დღეს წითელი პარასკევია

დღეს წითელი პარასკევია. ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. „არასდროს...

აფხაზეთში 4 წლის გოგონას მკვლელობისთვის დეიდა დააკავეს

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის გენერალურმა პროკურატურამ 4 წლის გოგონას გაბრიელა ლახინას მკვლელობის ბრალდებით, ბავშვის დეიდა...

ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს

ჟურნალისტიკის რესურსცენტრის“ თავმჯდომარე, ნათია კუპრაშვილი, ქართულ-ევროპული საბჭოს საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შესახებ მან...

9 აპრილს დაღუპულები თავდადების მაგალითებად გვემახსოვრება-კოალიცია ცვლილებისთვის

კოალიცია ცვლილებისთვის 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა რუსულმა...