მთავარისიახლეებისამართალიზუგდიდში, „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიაზე თავდამსხმელი დაკავებულია

ზუგდიდში, „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიაზე თავდამსხმელი დაკავებულია

Published on

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას 10 ივნისს „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიაზე თავდამსხმელის დაკავების შესახებ.  

უწყების ცნობით, სამმართველოს    თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ზუგდიდში დააკავეს 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნიკა ლ. , რომელსაც ყაცაღობა ედება ბრალად. 

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 10 ივნისს ნიღბიანი ნიკა ლ.ყაჩაღურად დაესხა თავს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე შპს ნიკორა ტრეიდის მაღაზიას , მუქარით  გაიტაცა 205 ლარი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და ნიღაბი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...