მთავარისიახლეებისამართალირუსთავი 2 - ის ერთ-ერთი სარჩელი თავიდან განიხილება, ამჯერად საკონსტიტუციო...

რუსთავი 2 – ის ერთ-ერთი სარჩელი თავიდან განიხილება, ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმზე

Published on

რუსთავი 2-ის საქმეებზე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი იმსჯელებს –  მოსამართლე მერაბ ტურავას შუამდგომლობით  არხის ერთ-ერთ უკვე განხილულ სარჩელს თავიდან განიხილავს ცხრა მოსამართლე. მოსარჩელის განცხადებით მისთვის არსებითი მნიშვნელობა არააქვს მის საკითხს კოლეგია განიხილავს თუ პლენუმი, თუმცა თვლის, რომ  ამ პროცედურებით ხდება სარჩელის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების  გაჭიანურება დროში.

რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს წარმომადგენლებს, მათი განმარტებით, მსგავსი პრაქტიკა, როდესაც საქმე კოლეგიიდან პლენუმს გადაეცემა, უკვე არსებობს. 

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონმდებლობა ითვალისწინებს კოლეგიიდან პლენუმზე გადაცემის საფუძვლებს. მათ შორის ერთ-ერთი საფუძველია თუ საქმემ თავისი შინაარსით წარმოშვას საქართველოს კონსტიტუციის განმარტების მნიშვნელოვანი ან განსაკუთრებით იშვიათი სამართლებრივი პრობლემა,“-განაცხადეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გასულ კვირას მოსამართლე მერაბ ტურავამ მიმართა შუამდგომლობით და მოითხოვა რუსთავი 2-ის სარჩელების პლენუმისთვის გადაცემა. მოსამართლე ტურავამ შუამდგომლობა საქმის განსაკუთრებულობით ახსნა, თუმცა მისი მოთხოვნა საეჭვოდ დაემთხვა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სათათბიროდ გასვლის ფაქტს. 

სიახლეები

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ირანში ბირთვული ობიექტს დაარტყეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. ისრაელის თავდაცვის...

ნიკოლ ფაშინიანი – შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული სიტუაციით

ქართული მხრიდან არანაირი თხოვნა ან მოწოდება არ ყოფილა, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ...

გერმანიიდან საქართველოს 60 მოქალაქე დაადეპორტეს

გერმანიიდან თბილისში სპეციალური რეისი შესრულდა, რომლითაც საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია განხორციელდა. არსებული ინფორმაციით, გერმანიის ტერიტორიაზე...

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! – თინა ბოკუჩავა

ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, ვიბრძვით გამარჯვებამდე! - ასე პასუხობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე...