მსოფლიო მედია ევროპის ჩემპიონატისა და საფეხბურთო და არასაფეხბურთო ვნებების შესახებ

0
439

ფეხბურთის სამი რუსი გულშემატკივარი მარსელის სასამართლოს წინაშე წარსდგება. როგორც საფრანგეთის პროკურატურაში აცხადებენ, ყველა მათგანს ინგლისი-რუსეთის მატჩის შემდეგ, ქალაქ მარსელში მომხდარ არეულობაში მონაწილეობა ედება ბრალად. 
კიდევ 19 რუს გულშემატკივარს, მათ შორის რუსეთის გულშემატკივართა გაერთიანების ხელმძღვანელს ალექსანდრ შპრიგინს, უახლოეს დღეებში საფრანგეთიდან გააძევებენ. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. საფრანგეთში მიმდინარე ჩემპიონატთან დაკავშირებული არასაფეხბურთო ბატალიებიკვლავ  მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.  გთავაზობთ ამონარიდებს ცნობილი სააგენტოების სტატიებიდან: 

,,დიდი ბრიტანეთის სამართალდამცველი ორგანოები და გულშემატკივრები უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამენ რუსი ფანატების მიმართ, რომელნიც მარსელში ინგლისელებთან შეტაკებაში მონაწილეობდნენ.ხულიგნობის პრობლემა ინგლისელებსაც ჰქონიათ წარსულში, მაგრამ რუსების საქციელი ყველა ზღვარს გაცდა. – ციტირებს The Guardian დიდი ბრიტანეთის პოლიციის მთავარ კონსტებლს მარკ რობერტსს – ისინი შესანიშნავად არიან ორგანიზებულნი და სრულ მზაობასი არიან ისეთი აგრესიით მოაწყონ თავდასხმა, რომლის მსგავსი ბოლო ათი წელია არ მინახავს. თვითმხილველები და მათ შორის ჩვენი დამკვირვებლები მარსელში ხედავდნენ, როგორ იდებდნენ ისინი პირში კაპებს, იკეტებდნენ საბრძოლო ხელთათმანებს  პორტში ინგლისელ გულშემატკივრებზე თავდასხმის წინ . ჩვენთვის ცნობილია, რომ ზოგიერთ მათგანს ჰქონდა დანა, რამდენადაც ერთ ინგლისელ გულშემატკივარს სწორედ დანით მიყენებული ჭრილობა აღმოაჩნდა. ისინი ატარებდნენ თავისებურ უნიფორმას – ყველანი შავებში იყვნენ ჩაცმული და ატარებდნენ განსხვავებულ სიმბოლურ ნიშნებს, თან ჰქონდატ ზურგჩანთები, რომელთაც, შესაძლოა, იარაღის დასაფარად იყენებდნენ. ამ შეტაკებების შედეგად ჰოსპიტალიზებულ იქნა 14 ინგლისელი გულშემატკივარი. ვერ ვიგონებ სხვა ასეთ სერიოზუ ინციდენტს და ეს დიდ შეშფოთებას იწვევს . რუსების თვადსახმა უაღრესად კარგად იყო გათვლუილი და შეთანხმებული, ისინი მოედანზე მოვიდნენ სპეციალურად იმისათვის, რომ ინგლისელებს ან ვინმე სხვასაც დატაკებოდნენ.  გულწრფელად რომ ვთქვათ , მარსელში უმნიშვნელო რაოდენობით  იყვნენ ჩამოსული ინგლისელი ფანატებიც, რომ მცირეოდენი ხმაური აეტეხათ, ზოგიერთ მათგანს ნამდვიად მიუძღვის ბრალი ამ არეულობაში, მაგრამ რუსი სამართალდამრღვევები გაცილებით მეტნი იყვნენ და მეტი დააშავეს – მათი რაოდენობა ჩვენი მონაცემებით სამასს აღემატება.  მათ პირდაპირ სამიძნედ აიღეს ინგლისელი გულშემატკივრები , რომელთა უდიდესი უმრავლესობა სავსებით მშვიდად იქცეოდა , უბრალოდ სვამდა ცოტაოდენ ალკოჰოლურ სასმელს და ფეხბურთით ტკბებოდა.’’

The Telegraph – ს მოჰყავს ინგლისის  საფეხბურთო გულშემატკივართა ასოციაციის ლიდერის კევინ მაილსის განცხადება <რომელშიც ნათქვამია: . ,,ევრო 2012 – ზე ინგლისის ნაკრებს დისკვალიფიკაციით დაემუქრნენ გაცილებით ნაკლებად სერიოზული ინციდენტისთვის, ამდენად რუსეთის ეროვნული ნაკრების გულშემატკივართა წლევანდელი თავგასულობა უფრო მკაცრად უნდა დასჯილიყო, ამიტომ მხოლოდ პირობითი დისკვალიფიკაციის სამართლიანობა ეჭვქვეშ დგება. ის, რაც სტადიონზე მოხდა დაუშვებელია. ეს უშუალოდ ინგლისელ გულშემატკივართა წინააღმდეგ მიმართული, წინასწარ დაგეგმილი აქცია იყო . როგორც ჩანს ამ აქციისათვის ისინი არაერტი თვით ადრე ემზადებოდნენ. არანაირ ლოგიკას არ ემორჩილება პოლიციის მოქმედებაც – ნაცვლად წესრიგის დამყარებისა და არეულობაში დამნაშავე  პირების დაკავებისა, მათ უბრალოდ  წიწაკის ცრემლსადენი გაზი მიუშვეს განურჩევლად ყველაზე და ისე მისცეს მათ სხვადასხვა მხარეს გაქცევის საშუალება, რომ დამნაშავეთა დაკავება არ უცდიათ.  
შეგახსენებთ, ჩემპიონატის პირველ ტურში მატჩი ინგლისსა და რუსეთს შორის დასრულდა ფრედ 1:1, მაგრამ ფინალური სასტვენის  შემდეგ რუსი ფანატები შეიჭრნენ ინგლისელ გულშემატკივართა სექტორში და ჩხუბი გააჩაღეს. ინციდენტი გაგრძელდა მოედანზე, ინგლისელი მეკარის ჯო ჰარტის კარს უკანაც. ჯამში მარსელში მომხდარ არეულობებში დაშავდა 35 ადამიანი, ერთერთი მათგანი – ინგლისელი, გარდაიცვალა, სხვებმა სერიოზული დაზიანებები მიიღეს.’’

,,ამასობაში კი საფრანგეთის პოლიცია განაგრძობს სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მარსელში  მომხდარი არეულობების გამოძიებას – იტყობინება  Le Parisien. დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგება ხუთი ფეხბურთის გულშემატკივარი: სამი ინგლისელი – ( ასაკი, შესაბამისად –  21, 26, 41 წელი) , აგრეთვე ავსტრიელი  (29 წლის) და ფრანგი (22 წლის) ახალგაზრდები. მათ ბრალად ედებათ წინასწარგანზრახული ძალადობა სხვადასხვა საგნების გამოყენებით , კერძოდ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ.
ორი რუსი ფანატი, რომელიც მონაწილეობდა ინგლისისა და რუსეთის მატჩის დრიოს მომხდარ არეულობაში გაძევებულია საფრანგეთიდან, ასეთივე გადაწყვეტილებაა მიღებული კიდევ ერთი რუსის მიმართ, ხოლო 5 სხვას აეკრძალა ქვეყანაში შესვლა .სულ დაკავებულია 116 ადამიანი. ამ ეტაპზე პოლიცია მუშაობს იმ პირთა  იდენტიფიკაციასა და ბრალეულობის დადგენაზე, რომელთაც შეძლეს პოლიციისგან მიმალვა. მათზე ძებნააა გამოცხადებული.

,,მარსელის ამბებმა გარკვეული თვალსაზრისით დაჩრდილა ნიცაში მომხდარი ტრაგედია'' – როგორც Mirror – ი იტყობინება, ნიცის საავადმყოფოში გარდაიცვალა ბრიტანელი გულშემატკივარი, რომელიც  დაახლებით 8 მეტრის სიმაღლიდან გადავარდნილი იპოვეს  სანაპიროზე . ექიმების ძალისხმევა მის გადასარჩენად ამაო აღმოჩნდა. გარდაცვლილის  ვინაობის დადგენა ჯერაც ვერ მოხერხდა, გარკვეულია მხოლოდ ის, რომ იგი ნასვამი იყო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ფაქტი მოხდა ჩრდილოეთ ირლანდიის მატჩის წინ . დაახლოებით იმ დროს მოხდა შეტაკება ჩრდილოირლანდიელ  და   ადგილობრივ გულშემატკივრებს შორის, რის შედეგადაც დაიჭრა 6 ირლანდიელი 

წინა სტატიაGoal.com : ქეცბაიამ რუსულ კლუბში მუშაობა არ ისურვა
შემდეგი სტატიაზუგდიდში, „ნიკორა ტრეიდის“ მაღაზიაზე თავდამსხმელი დაკავებულია
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური