მთავარისიახლეებისამართალიიანოშ ჰერმანი: სასამართლომ თქვა, რომ ბატონი ივანიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო...

იანოშ ჰერმანი: სასამართლომ თქვა, რომ ბატონი ივანიშვილის წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით

Published on

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. 

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია. მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო. 

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების გატარების მხარდაჭერას, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად, სასამართლო სფეროში მუშაობა დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან“, –  აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრის მიმდინარეობისას, ჟურნალისტებთან საუბარში გააკეთა. 

სიახლეები

თოვლი, ნისლი, ქარბუქი – საქართველოში ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 იანვარს დასავლეთ საქართველოში, ხოლო 18 იანვრიდან 20 იანვრის დილამდე...

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფებების 16 წევრი დააკავეს, მათ შორის, 10 არასრულწლოვანია

რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავეს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ სხვადასხვა...

მსოფლიოში ყველაზე სახიფათო რამ უკრაინაში პუტინის ომია- უიკერი

ჩვენ სახიფათო პერიოდში ვცხოვრობთ. მთელ მსოფლიოში, ამ ნახევარსფეროში, ევროპაში, ინდო-წყნარ ოკეანეთში არაერთი დაძაბულობის კერაა,...

დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი კობახიძე წელსაც არ მიიწვიეს

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დავოსის ეკონომიკურ ფორუმს არც წელს დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას BM.GE...