მთავარისიახლეებისპორტიშეტაკება ლილიში - წიწაკის გაზი მოჩხუბრებისთვის

შეტაკება ლილიში – წიწაკის გაზი მოჩხუბრებისთვის

Published on

საფრანგეთში ინგლისისა და რუსეთის ნაკრების გულშემატკივრები დაპირისპირებას განაგრძობენ.  დღეს დილით მათ   ქალაქ ლილიში იჩხუბეს. 

 რუსმა გულშემატკივრებმა გვერდით ჩაუარეს  კაფეს, სადაც ინგლისელები იმყოფებოდნენ, და  მათი  შეურაცხყოფა იწყეს, მარსელის ამბებით გაღიზიანებული უელსელების პასუხმაც არ დააყოვნა და სიტყვიერი დაპირისპირება, რამდენიმე წუთში ფიზიკურში გადაიზარდა.    ადგილზე მისულმა სამართალდამცავემა ვითარების განეიტრალება შეძლეს. პოლიციის თანამშრომლებმა ორი რუსი გულშემატკივარი დააპატიმრეს. „დეილი მეილის“ კორესპოდენტის ცნობით, ინგლისელი გულშემატკივრების პროვოცირება რუსებმა გამოიწვიეს. რუსული სააგენტოები კი ამტკიცებენ, რომ ინგლისელებმა მანამ უფრიალეს ცხვირწინ რუსეთის დროშა დამცინავი შეძახილებით ( ზოგიერთი ვერსიით, ფეხითაც შედგნენ ზედ), სანამ ისინი მოთმინებიდან გამოიყვანეს. პოლიციას ე.წ. წიწაკის გაზის გამოყენება დასჭირდა მოჩხუბართა გაშველებისთვის,  თუმცა არავინ დაუკავებია.

საფრანგეთის პოლიციამ მცირე ხნით შეაჩერა  იქვე მყოფი 7 რუსი ჟურნალისტი, რომელნიც, მათი თქმით, ჩხუბის სცენას იღებდნენ, და გადაუმოწმა  აკრედიტაციის დამადასტურებელი ბარათები. მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტები ამ პროცედურის დასრულებისთანავე  ბდისის მოხდით  გაუშვეს,  ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ რუსული მედია საფრანგეთში მათ დევნაზე ალაპარაკებულიყო. 

 

 

 

 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...