მთავარისიახლეებისპორტიევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის

ევროპის ჩემპიონატზე იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის

Published on

ჩემპიონატზე "ევრო 2016" იტალიის ნაკრები საქართველოში დამზადებული ფორმით გამოდის. საფეხბურთო გუნდის სპორტული ტანისამოსი აჭარაშია შეკერილი. ევროპის ჩემპიონატის წინა დღეებში Sky Sports – მა ჩააატარა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით იტალიის ნაკრების ფორმა საუკეთესო ფორმების ხუთეული შევიდა (მეორე ადგილი გამოკითხვაში) 

იტალიის გარდა, აჭარის ქარხანაში შეკერილი სპორტული ფორმებით თამაშობენ: ავსტრიის, ჩეხეთის, ახალიზელანდიის, კამერუნის, ურუგვაის, სენეგალის, ტუნისის, მაროკოს, გვინეის, ბულგარეთის, საუდის არაბეთის და ბაჰამის ეროვნული ნაკრებები. საქართველოში შეკერილი სპორტული სამოსით, რომელსაც ადევს საფირმო ნიშანი MadeinGeorgia,  უკვე რამდენიმე წელია 33 გუნდი მარაგდება – აქ იკერება სპორტული ფორმები საფეხბურთო კლუბებისთვის: აეკი, მონაკო, ბრიუგე, ფეიენორდი, ბორდო, ოლიმპიაკოსი, ლაციო, სპორტინგი, სტრეიდრენერსი, ტოტენჰემი, შტუტგარტი, ბორუსია, ნიცა, პალერმო, უდინეზე.

შპს ,,აჭარა ტექსტილის’’ქარხანა ქობულეთის რაიონში, სოფელ ბობოყვათში მდებარეობს, იგი 2008 წელს გაიხსნა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით იქნა ინიცირებული და რეკლამირებული  

 

 

 

 

 

 

 

 

 
 
 
 
 
 
 
 

სიახლეები

ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში დელეგაციასთან ერთად ჩავიდა „დღეს ჩემი გუნდი და მე ბერლინში ვართ....

თევზი 20.2%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით, ტრანსპორტი 21.9%-ით

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.9%-ით გაიზარდა,...

ბერა ივანიშვილმა TV პირველსა და ფორმულას სასამართლოში უჩივლა

ბერა ივანიშვილი TV პირველსა და ფორმულას ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში უჩივის. საჩივარი სასამართლოში მისმა ადვოკატმა,...

“ოცნების” დონორმა 23 დღეში 41 მილიონი გაიფორმა – TI

მერიის მაღალჩინოსათან დაკავშირებულმა კომპანიამ, რომელმაც ქართული ოცნების 359 000 ლარი შესწირა, სახელმწიფო ტენდერები უკონკურენტოდ...