მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიროსმანის შველი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

ფიროსმანის შველი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

Published on

როგორც გაირკვა,სოთბის აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი ფიროსმანის ნახატი "შველი წყლის პირას"  ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. 

ამის შესახებ მან   განაცხადა ბეჭდური და ონლაინ-მედიის წარმომადგენლებთან დრევანდელ შეხვედრაზე და დასძინა, რომ ნახატი  ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. 

„პროცესი, რომ შეიძენ ფიროსმანს და აბრუნებ ქვეყანაში და გადასცემ ერთ მუზეუმს, მის პოპულარობას შესაძლოა, აკნინებს, ვინაიდან ნახატი უნდა იყოს ბაზარზე და უნდა ნახოს მსოფლიომ, მაგრამ, ალბათ, უნდა იყოს მსჯელობა იმაზე, რომ ფიროსმანის ნახატების 30% ან გავცვალოთ მუზეუმებთან და სხვა მხატვრები შემოვიტანოთ ან რაღაც. საცოდაობაა, რომ ფიროსმანი მარტო საქართველოში იყოს წარმოდგენილი. ის მსოფლიო დონის მხატვარია და მსოფლიო ამ სახით უნდა იცნობდეს. ამაზე საზოგადოება უნდა შეთანხმდეს. ფიროსმანს არ ჰქონდა იმდენი ნახატი, რამდენიც, მაგალითად, პიკასოს. ნახატების რაოდენობა ამის საშუალებას არ იძლევა, რომ კერძოსაც ბევრი ჰქონდეს, მუზეუმსაც და ა.შ. ამიტომ გადავეცი მუზეუმს, რომ დაიწყოს მსჯელობა, რომ ფოროსმანი უფრო პოპულარული გახდეს მსოფლიოში", – განაცხადა ივანიშვილმა.

შეგახსენებთ, ამ წუთებში მიმდინარეობს ყოფილი პრემიერ – მინისტრის   შეხვედრა  ჟურნალისტებთან 

სიახლეები

მედიაჰოლდინგ ქრონიკა+-ის თანამშრომლებს ოფისში არ უშვებენ

სააგენტოს და გაზეთის დამფუძნებლის, ელისო კილაძის თქმით, დილით სამსახურში მისულ ჟურნალისტებს ოფისის კარი დაკეტილი...

ჭიათურაში პოლიციელებზე ჯგუფურად თავდამსხმელები დააკავეს

შსს-ს ცნობით, ჭიათურაში, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, ჯგუფურად, პოლიციელზე თავდასხმის  ბრალდებით 4 პირი: 2008 წელს დაბადებული...

აშშ მხარს უჭერს მამაც ირანელ ხალხს – მარკო რუბიო

„ამერიკის შეერთებული შტატები მამაც ირანელ ხალხს მხარს უჭერს“, - წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო...

რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა, მშვიდობის ნიშნად? ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის – დავით ღურწკაია

3 თვეა, რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია, -...